კალენდარი

განათლების ვირტუალური გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი’’- 2021 წლის 3 აპრილი

 

2021 წლის 3 აპრილს, შაბათს, სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით გაიმართება ვირტუალური განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“, რომელიც საფრანგეთში სწავლას მიეძღვნება.

სტუდენტური გამოფენა 11:00-დან  18:00 საათამდე, (თბილისის დროით) გაიმართება და მასში 30-მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ისეთი პრესტიჟული სასწავლებლები, როგორიცაა : Sciences Po, Ecole Polytechnique, Université Paris Saclay, Université Lyon1, Université Lyon 2, Université Rennes 1, Université Bourgogne Franche-Comté, უმაღლესი საინჟინრო სკოლები, კულინარიის სკოლა INSTITUT PAUL BOCUSE, ფრანგული ენის სასწავლო ცენტრები და სხვა.

 

გამოფენაში მონაწილეობა უფასოა. სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ფრანგული დაწესებულებების ვირტუალური სტენდები და დანიშნონ 10 წუთიანი შეხვედრა მათ  წარმომადგენლებთან დეტალური ინფორმაციის მისაღებად ჩარიცხვის პროცედურებზე, დაფინანსების შესაძლებლობებზე და ა.შ.

 

პარალელურად, Campus France Georgia და უნივერსიტეტები წარმოგიდგენენ ვებინარს საფრანგეთში სწავლის  შესახებ.

 

ღონისძიების რეგისტრაციის ბმული: https://salon-virtuel.institutfrancais.ge/ka/

ღონისძიებაში მონაწილე  უნივერსიტეტები:

 

  • Sciences Po
  • Université de Rennes 1
  • Ecole Polytechnique
  • Université de Rouen Normandie
  • Université Lyon 1
  • French-Georgian University
  • Université Bourgogne Franche-Comté
  • Kedge Business School
  • ICN Business School
  • Établissement Spécialisé de la Francophonie pour l’Administration et le Management (ESFAM)
  • ESSEC Business School Paris-Singapore
  • Beaux-arts Nantes Saint-Nazaire
  • ESSEC Business School
  • Burgundy School of Business
  • Brest Business School
  • JUNIA Grande Ecole d'Ingénieurs
  • 3is- International Institute of Image & Sound
  • IMT Lille Douai
  • INSTITUT PAUL BOCUSE, Management School in Hospitality and Culinary Arts
  • EICAR, The International Film and Television School, Paris
  • ESO Paris Supostéo
  • Institut Européen de Français
  • ICD Business School
  • Y SCHOOLS
  • College of Europe in Natolin
  • UBFC Graduate School EIPHI
  • CESI Ecole d'Ingénieurs
  • NEOMA Business School
  • CLA University of Franche-Comté