კალენდარი

ფრანკოფონია 2024 - პროგრამა

18-24 მარტი 2024 - ფრანკოფონიის კვირეული საქართველოში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ბელგიის საელჩო, კანადის საელჩო, ასევე, საქართველოში წარმოდგენილი ფრანგულენოვანი პარტნიორები: ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციები, ფრანგულენოვანი უნივერსიტეტები და სკოლები, 2024 წლის 18 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით, გიწვევთ ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებზე!

ფრანკოფონის კვირეული 2024, რომელიც ტრადიციულად ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, გთავაზობთ, აღმოაჩინოთ და ხელახლა გაიცნოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა თბილისში, ასევე ხაშურში, ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილი მრავალფეროვანი ღონისძიებების საშუალებით, რომელთა მთავარი თემაა სპორტი, გასტრონომია, ცეკვა, ლიტერატურა, კინო:

- „ბროწეულის ფერი“, უნიკალური ქორეოგრაფიული სპექტაკლი, რომელიც ლეგენდარული კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის ასი წლის იუბილეს ეძღვნება;
- ონლაინ ლიტერატურული შეხვედრა ქლოე კორმანთან, 2022 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის გამარჯვებულ ფრანგ მწერალთან;
- ფრანგულენოვანი კინოს დღეები ფრანგული, შვეიცარიული და კანადური ფილმების აღმოსაჩენად;
- გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი ლიტერატურის საუკეთესო თარგმანისთვის;
- ფრანგულენოვანი ქვეყნების გასტრონომია.

ფრანკოფონია 2024-ის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. ფრანგული ენის პედაგოგებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში ორკვირიან პედაგოგიურ სტაჟირებაზე გასამგზავრებლად.

იხილეთ ფრანკოფონია 2024-ის სრული პროგრამა:

ფრანკოფონია 2024 - თბილისი
ფრანკოფონია 2024 - ქუთაისი 
ფრანკოფონია 2024 - ბათუმი
ფრანკოფონია 2024 - ხაშური

იხილეთ ფრანკოფონია 2024-ის კონკურსები