კალენდარი

ენების ევროპული დღე 2017

ერთად აღვნიშნოთ ენების ევროპული დღე !

24 სექტემბერს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში 8-18 წლის მოსწავლეებს საქართველოს ყველა სკოლიდან არაჩვეულებრივი ღონისძიებები და პრიზები ელოდებათ!
დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის დასწრების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 10 საათზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის ფოიეში.
ღონისძიება მოიცავს სახალისო შემეცნებით კონკურსებსა და ენის სადემონსტრაციო ვორქშოპებს.
მოსწავლეებს შეეძლებათ უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხების კულტურულ თავისებურებებს. აქტივობების ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სხვადასხვა სახალისო პრიზი.  კონკურსში “აალაპარაკე ფოტო” გამარჯვებული მოსწავლეები კი დაჯილდოვდებიან ენების ევროპული დღის დასკვნით ცერემონიაზე.
იხლეთ დეტალური პროგრამა და ღონისძიებათა აღწერა.

ძვირფასო ბავშვებო!
მობრძანდით, გაერთეთ და შეიტყვეთ მეტი ევროპის შესახებ, რომელიც მრავალი ენისა და კულტურის სახლია!
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 10
დასწრება თავისუფალია!

ღონისძიების ორგანიზატორები:

ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანება (EUNIC: European Union National Institutes for Culture)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი კლასიკური გიმნაზია
ფრანგული ინსტიტუტი
გოეთეს ინსტიტუტი,
ბრიტანეთის საბჭო,
დანტე ალიგიერის ასციაცია,
ესპანურის ცენტრი “კარმენი”,
პორტუგალიის ცენტრი CAMOES,
თურქეთის,საბერძნეთის, ლიტვისა და პოლონეთის საელჩოები