კალენდარი

კონკურსი - „აალაპარაკე ფოტო“

  • გიყვარს სახალისო კონკურსები?
  • ხარ 15 წლამდე ასაკის?
  • ფლობ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენებს სულ მცირე A2 დონეზე?

 

მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

 

მიიღე მონაწილეობა, გაიმარჯვე და მიიღე უფასო ენის კურსები კონკურსის ორგანიზატორ ერთ-ერთ ენის ცენტრში:

 

  • ბრიტანეთის საბჭო
  • ფრანგული ინსტიტუტი
  • გოეთეს ინსტიტუტი
  • დანტე ალიგიერის ასოციაციაცია

 

კონკურსის პირობები:

 

 

  • შემოთავაზებულ ფოტოთა შორის მოძებნე  სამი ფოტო, ნომრებით 004, 019 და 071;

 

  • ამოარჩიე ერთი;

 

  • მოიფიქრე და დაწერე მოკლე მხატვრული ტექსტი, რომელიც შენს მიერ არჩეული ფოტოს შინაარსს ეხმიანება (მაქსიმუმ 30 სიტყვა).

 

ტექსტის დაწერა შესაძლებელია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ან იტალიურ ენებზე. თითოეულ ენაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელსაც შესაბამისი ენისა და კულტურის ცენტრის ჟიური შეარჩევს. დაჯილდოვდება ყველაზე ორიგინალური და გრამატიკულ-ლექსიკურად გამართული ტექსტის ავტორი.

 

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელი ინფორმაცია:

 

  • სახელი და გვარი;
  • დაბადების წელი;
  • სკოლა (რომელშიც სწავლობ);
  • საკონტაქტო ტელეფონის ნომერი(შესაძლოა, მშობლისაც);
  • არჩეული ფოტოს ნომერი და შენ მიერ შექმნილი ტექსტი;
  • წერილში მიუთითე კონკურსის სახელწოდება: „აალაპარაკე ფოტო“.

 

 

ტექსტების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი.

 

 

გამარჯვებული მოსწავლეების დასახელება და დაჯილდოება გაიმართება 24 სექტემბერს, ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში (რუსთაველის გამზ.10).

 

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დარეკე ნომერზე 593 30 51 38.