კალენდარი

ბათუმის ახალგაზრდობის ცენტრი | 2018-09-25 18 საათი

ბათუმის საგანმანათლებლო ფილმების კვირეული

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ბათუმის საგანმანათლებლო ფილმების კვირეულის პარტნიორია.

 

ბათუმის საგანმანათლებლო ფილმების კვირეულის ფარგლებში, სამშაბათს, 25 სექტემბერს, 18 საათზე, ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში,
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ ემანუელ ბერკოს ფრანგული ფილმის “La tête haute" ჩვენებაზე კატრინ დენევის, როდ პარადოსა და ბენუა მაჟიმელის მონაწილეობით.

დასწრება უფასოა

დამატებითი ინფორმაცია ბათუმის საგანმანათლებლო ფილმების კვირეულის შესახებ: https://www.facebook.com/YouthCenterBatumiCityHall/photos/a.291884471208894/635327130197958/?type=3&theater



სინოფსისი:

მალონის (როდ პარადო), რომლის ცხოვრების საკმარის პირობებს ვერ უზრუნველყოფს მისი ახალგაზრდა, უპასუხისმგებლო, ნარკომანი და არასტაბილური დედა, მოსამართლის (კატრინ დენევი) გადაწყევტილებით ათავსებენ სხვადასხვა, უფრო და უფრო მკაცრ დაწესებულებებში. ის წყვეტს ისედაც ცუდი ხარისხის სწავლას, განიცდის აგრესიის მოზღვავებას, რომელსაც ვერ აკონტროლებს და ჩადის მრავალ წვრილმან დანაშაულს. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ჯიუტად ცდილობს მის დახმარებას, მიუხედავად მიღებული მცირე შედეგისა და მოზარდის მტრული დამოკიდებულებისა, რომელის დამოკიდებულებაც დედასა და პატარა ძმასთან უფრო და უფრო ძლიერდება.

ფილმი მოგვითხრობს მალონის გასაჭირს ჯერ კიდევ ბავშვობიდან მოყოლებული სრულწლოვანებამდე, რომელსაც მეთვალყურეობს ზედამხედველი(ბენუა მაჟიმელი), რომელსაც მისი გადარჩენაა აქვს გადაწყვეტილი მოსამართლის მახარდაჭერით. მრავალი პროგრესისა და რეგრესის შემდეგ, თითქოს შედეგის მიღწევის მცირე იმედი ჩნდება.



თარიღი და საათი: სამშაბათი, 2018 წლის 25 სექტემბერი - 18 საათი
მისამართი: ბათუმის ახალგაზრდული ცენტრი