კალენდარი

მედიათეკა | 2023-04-06 18 სთ

ახალი თარგმანის პრეზენტაცია

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
და გამომცემლობა აგორა,

გიწვევთ შეხვედრაზე.

მარინა ბალავაძე,
მთარგმნელი

წარმოგიდგენთ
 
ჟან-პოლ სარტრის ნაშრომს "რა არის ლიტერატურა",

რომელიც გამოიცა ფრანგული ინსტიტუტის
საგამომცემლო პროგრამის დახმარების ფარგლებში

და პარიზის წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.

ხუთშაბათს, 2023 წლის 6 აპრილს 18სთ00წთ-ზე.

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი, ჟან-პოლ სარტრი, დაიბადა 1905 წელს პარიზში, ბურჟუაზიულ ოჯახში. ეკოლ ნორმალ სუპერიერის დამთავრების შემდეგ, ის იყო ფილოსოფიის მასწავლებელი ქალაქების ავრის, შემდეგ კი ნეის ლიცეუმებში.

ჟან-პოლ სარტრი  მონაწილეობას იღებდა მეორე მსოფლიო ომში ჯერ როგორც ჯარისკაცი, შემდეგ სამხედრო ტყვე, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი და დაქირავებული ავტორი.  ომმა საშუალება მისცა სარტრს შეეძინა პოლიტიკური ცნობიერება და აღარ ყოფილიყო ისეთივე ინდივიდუალისტი, როგორიც ის იყო ოცდაათიან წლებში. ომის დროს ჟან-პოლ სარტრმა დაწერა თავის პირველი ესეი ’’ყოფიერება და არარაობა’’, რომელშიც ავტორი კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარი აზროვნების სისტემის თეორიულ საფუძვლებს.

1943 წლის ბოლოს სარტრმა დაწერა ერთმოქმედებიანი პიესა ‘’’ცხრაკლიტული’’, რომელიც ეგზისტენციალიზმის სიმბოლოს წარმოადგენს.

გათავისუფლების შემდგომ წლებში, ჟან-პოლ სარტრმა დიდი წარმატება მოიპოვა როგორც, იმ დროისათვის უკვე მოდად ქცეული, ეგზისტენციალური მოძრაობის ხელმძღვანელმა და მნიშვნელოვანმა ფიგურამ. 1945 წელს მან დააარსა ჟურნალი ’’თანამედროვე დროება’’. ჟან-პოლ სარტრისთვის, რომანი და თეატრი, წარმოადგენს თავისი იდეების გავრცელების საშუალებას, კონკრეტული სიტუაციების გამოყენებით (ცხრაკლიტული, ჭუჭყანი ხელები, გულზიდვა...) 1964 წელს ჟან-პოლ სარტრმა უარი თქვა ნობელის პრემიის მიღებაზე. 1945 წლიდან 1970-იანი წლების დასასრულამდე, სარტრმა და მისმა ნაწარმოებებმა დიდი გავლენა იქონია საფრანგეთის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მან უმდიდრესი შემოქმედება დატოვა რომანების, ესეიების, პიესების, ფილოსოფიური და ბიოგრაფიული თხულებების სახით. ჟან-პოლ სარტრი გარდაიცვალა პარიზში, 1980 წელს.

ესეი ''რა არის ლიტერატურა" წარმოადგენს ანგაჟირებული ლიტერატურის შესახებ სარტრისეული იმ კონცეფციის მანიფესტს, რომელსაც ავტორი ყოველთვის იცავდა კრიტიკოსებისგან. ნაშრომში ჟან-პოლ სარტრი პასუხს სცემს შემდეგ სამ კითხვას: ’’რა არის წერა?’’,  ’’რატომ ვწერთ?’’,  ’’ვისთვის ვწერთ?’’.