კალენდარი

ATLAS 2020 – კვლევითი მობილობა საფრანგეთში პოსტდოქტორანტებისთვის

კანდიდატურის გადაგზავნის ბოლო ვადა:  2019 წლის 16 დეკემბერი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სახლის ფონდი,უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტროს მხარდაჭერით , სთავაზობს  3 თვიან  კვლევით მობილობას საფრანგეთში  ქართველ, სომეხ და  აზერბაიჯანელ  პოსტდოკებს, რომლებსაც დისერტაცია დაცული აქვთ  2014 წლიდან.
მობილობის მხარდაჭერა საფრანგეთში ითვალისწინებს კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად: საველე კვლევები, ბიბლიოთეკებსა და არქივებში მუშაობისთვის.


ფინანსური პირობები

გამარჯვებულებს ენიჭება 4,500 ევრო ჯამური ფინანსური დახმარება სამი თვის განმავლობაში (გადახდილი სამ თვეში 1,500 ევროს განვადებით). იგი გამიზნულია ტრანსპორტირებისა და დარჩენის ხარჯების დასაფარად.

გარდა ამისა, FMSH კანდიდატს დახმარებას უწევს საფრანგეთში ვიზის მისაღებად, ასევე  უზრუნველყოფის სხვა ტექნიკურ დეტალებს,  (სამუშაო სივრცის ხელმისაწვდომობა, წერილები ბიბლიოთეკებისთვის ...).


განაცხადის ფორმა

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ფორმა და სამეცნიერო ფაილი (კვლევითი პროექტი + დანართები) ონლაინ პლატფორმაზე. ონლაინ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან. მთლიანი განაცხადების განთავსება უნდა განხორციელდეს ონლაინ პლატფორმაზე 2019 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, 17:00 საათამდე (პარიზის დროით).

ფორმა და სამეცნიერო ფაილის წარდგენა შესაძლებელია ფრანგულ ან ინგლისურ ენებზე

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე:http://www.fmsh.fr/fr/international/30448

კონტაქტი:
 Mme Bénédicte Rastier brastier@msh-paris.fr