კალენდარი

ატელიე - ,,ციფრული ნოემბერი’’

ეუფლებით ფრანგულს? გსურთ ისწავლოთ საფრანგეთში?

აღმოაჩინეთ უფასო ონლაინ კურსები საფრანგეთის ციფრული უნივერსიტეტისაგან!

ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, გაეცანით FUN MOOC- ის პლატფორმას ჩვენთან ერთად, რომელიც სხვადასხვა კურსების მოძიებასა და ფრანგულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად დოსიეს მომზადებაში დაგეხმარებათ.

ატელიეს წარუძღვება საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ბატონი ტერი ბურტე.

დასწრება თავისუფალია.