TEFAQ

TEFAQ: ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი კვებეკისათვის

ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TEFAQ)

პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ შედგენილი და გავრცელებული ტესტი TEFAQ არის ფრანგული ენის ტესტი, რომელიც მიზანიცაა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება (მოსმენილის გაგება და ზეპირმეტყველება).
TEFAQ არის TEF-ის ტესტის ვერსია, რომელიც აღიარებულია კვებეკის საემიგრაციო სამინისტროს მიერ და ბარდება ემიგრირების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

ვისთვის?

TEFAQ-ის გამოცდაზე გასვლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და სურს შეაფასოს ფრანგული ენის ცოდნის რეალური დონე კვებეკში ემიგრირების მიზნით.

გამოცდების აღწერა

ზეპირმეტყველება

მოსმენილის გაგება (CO) - 40 წთ - 60 კითხვა - 360 ქულა
ზეპირმეტყველებისას აზრის გამოხატვა (PO) - 15 წთ - 2 საკითხი- 450 ქულა


წერა (ფაკულტატიური)

წაკითხულის გაგება (CE) - 60 წთ - 60 კითხვა - 300 ქულა
წერით აზრის გამოხატვა (EE) - 60 წთ - 2 საკითხი- 450 ქულა



გამოცდაზე ჩაწერა

 ეგისტრაცია ტარდება ელექტრონულად.
კანდიდატმა ჩაწერისას უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge
  • შევსებული სარეგისტრაციო ბარათი 
  • პასპორტის 1 ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც დატანილია პირადი მონაცემები, ფოტოსურათი და ხელმოწერა)
  • ერთი ფოტოსურათი.
  • გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
- გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
- გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა" 
- ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები: ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”  ბ/კოდი : TBCBGE22  ანგ/N°: GE12TB7398636160100001

გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

პროტოკოლი კანდიდატებისთვის 

საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):

  • პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პასპორტი)
  • გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
  • საწერი კალამი*
  • 1 ბოთლი წყალი


შემდეგი სესია

2019 წლის 15 თებერვალი
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.
გამოცდაზე ჩაწერა: 2019 წლის 31 იანვრის 18სთ30წთ-მდე. 
გამოცდები ჩატარდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.

2019 წლის 19 აპრილი
გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ფორმატით.
გამოცდაზე ჩაწერა: 2019 წლის 11-29 მარტი (რეგისტრაციის დასასრული - 29 მარტი 18სთ30წთ) 
გამოცდები ჩატარდება საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.  



იხილეთ ტარიფები


დეტალური ინფორმაცია და პედაგოგიური რესურსები