TEFAQ

TEFAQ: ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი კვებეკისათვის

ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TEFAQ)

პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ შედგენილი და გავრცელებული ტესტი TEFAQ არის ფრანგული ენის ტესტი, რომელიც მიზანიცაა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება (მოსმენილის გაგება და ზეპირმეტყველება).
TEFAQ არის TEF-ის ტესტის ვერსია, რომელიც აღიარებულია კვებეკის საემიგრაციო სამინისტროს მიერ და ბარდება ემიგრირების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში.

ვისთვის?

TEFAQ-ის გამოცდაზე გასვლა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და სურს შეაფასოს ფრანგული ენის ცოდნის რეალური დონე კვებეკში ემიგრირების მიზნით.

გამოცდების აღწერა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ ორ ზეპირ გამოცდას:

მოსმენილის გაგება - 40 წთ - 60 კითხვა - 360 ქულა
მოსმენილის გაგების გამოცდას აქვს კითხვარის სახე და შეიცავს 60 კითხვას. ჩანაწერებში წარმოდგენილია ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სიტუაციები (საუბარი, განცხადებები, რედიოგადაცემების ნაწყვეტები...).


ზეპირმეტყველება - 15წთ - 2 საკითხი- 450ქულა
გამოცდა ატარებს როლური თამაშის სახეს და ახდენს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ანარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მობილიზებას. ყოველდღიური სიტუაციების ამსახველ დოკუმენტზე დაყრდნობით (განცხადება, წერილი, რეკლამა...), კანდიდატებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია, წარადგინონ დოკუმენტი და დაარწმუნონ თანამოსაუბრე (გამომცდელი).




გამოცდაზე ჩაწერა

გამოცდაზე ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (დავით აღმაშენებლის გამზ. 75). კანდიდატმა ჩაწერისას უნდა წარმოადგინოს
  • შევსებული სარეგისტრაციო ბარათი 
  • პასპორტი ან პირადობის მოწმობა
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის 1 ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც დატანილია პირადი მონაცემები და ფოტოსურათი)
  • ორი ფოტოსურათი.
  • გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე . გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი, გადახდის დანიშნულება : "ფრანგული ენის გამოცდა". 

გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.

შემდეგი სესია

TEFAQ-ის გამოცდა გაიმართება 2017 წლის 11 აპრილს საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში (იმ შემთხვევაში, თუკი დარეგისტრირდება მინიმუმ 3 კანდიდატი).
გამოცდაზე ჩაწერა: 2017 წლის 20 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით

ტარიფები


მოსმენილის გაგების და ზეპირმეტყველების გამოცდების ღირებულება: 280 ლარი

კანდიდატის მეგზური