კალენდარი
ხათუნა მზარელუას პოეზიის საღამო
გიწვევთ
ხათუნა მზარელუას პოეტური კრებულის,
„სანამ ფანჯარა ღია იყო“
პრეზენტაციაზე,
2023 წლის 21 დეკემბერს 18სთ00წთ-ზე
წიგნი გამოიცა ფრანგული რენესანსის
საქართველოს წარმომადგენლობის ხელშეწყობით.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.
ახალ, მესამე კრებულთან დაკავშირებით ავტორი ამბობს: „მე მოლიერის ენაზე ვწერ, რადგან ეს ენა მიყვარს როგორც შეიძლება ადამიანს უყვარდეს დედა, მამაკაცი, ქვეყანა, სარწმუნოება. იგივეს განვიცდი ჩემი მშობლიური ქართული ენის მიმართ. როგორ ვწერ ლექსებს? თითქოს მოწყვეტილი ვარსკვლავები არიანო, ვიჭერ სიტყვას, წინადადებას, ფიქრს, ემოციას, მოგონებას, სიზმარს.ამ „მასალებისგან“ ვაშენებ ლექსებს. დიახ, ვაშენებ. მე მოწყვეტილი ვარსკვლავების მცველი ვარ. ვწერ, რომ ვიცოცხლო, ბედი გამოვიწვიო და მონათესავე სულები ვიპოვო, რომლებიც ჩემს შემოქმედებაში საკუთარ თავს შეიცნობენ, რადგან პოეზია უნდა გააზიარო. ჩემი ლექსებით ვეძებ სიტყვებისა და გრძნობების სილამაზესა და სევდას, ასევე მათ სურნელებასა და მოძრაობებს. მე მიუღწეველ სრულყოფილებას ვეძებ. ჩემი ამბიცია არ არის ვიყო პოეტი, თუმცა პოეზია ჩემი თავისუფლების გზაა“.