კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2023-12-21 18 სთ

ხათუნა მზარელუას პოეზიის საღამო

 

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა
გიწვევთ

ხათუნა მზარელუას პოეტური კრებულის,

  „სანამ ფანჯარა ღია იყო“

პრეზენტაციაზე,

2023 წლის 21 დეკემბერს 18სთ00წთ-ზე

წიგნი გამოიცა ფრანგული რენესანსის
საქართველოს წარმომადგენლობის ხელშეწყობით.

 

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

 

ხათუნა მზარელუა დამოუკიდებელი ჟურნალისტი, თანამედროვე ცეკვის მკვლევარი და ფრანკოფონი პოეტია. 2022 წელს იგი დაჯილდოვდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მაღალი პატრონაჟის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ფრანგული ასოციაციის – „ფრანგული რენესანსის''ფრანკოფონული ღირებულებების ოქროს მედლით.


მას სამი პოეტური კრებული აქვს გამოცემული: „შეყვარებული ხეები“ (2017, „ვარდების ბაღში დაწერილი“ (2020) და „სანამ ფანჯარა ღია იყო“ (2023). სამივე კრებული ქართულმა საგამომცემლო სახლმა, „აგორამ“, გამოქვეყნა.

ახალ, მესამე კრებულთან დაკავშირებით ავტორი ამბობს: „მე მოლიერის ენაზე ვწერ, რადგან ეს ენა მიყვარს როგორც შეიძლება ადამიანს უყვარდეს დედა, მამაკაცი, ქვეყანა, სარწმუნოება. იგივეს განვიცდი ჩემი მშობლიური ქართული ენის მიმართ. როგორ ვწერ ლექსებს? თითქოს მოწყვეტილი ვარსკვლავები არიანო, ვიჭერ სიტყვას, წინადადებას, ფიქრს, ემოციას, მოგონებას, სიზმარს.ამ „მასალებისგან“ ვაშენებ ლექსებს. დიახ, ვაშენებ. მე მოწყვეტილი ვარსკვლავების მცველი ვარ. ვწერ, რომ ვიცოცხლო, ბედი გამოვიწვიო და მონათესავე სულები ვიპოვო, რომლებიც ჩემს შემოქმედებაში საკუთარ თავს შეიცნობენ, რადგან პოეზია უნდა გააზიარო. ჩემი ლექსებით ვეძებ სიტყვებისა და გრძნობების სილამაზესა და სევდას, ასევე მათ სურნელებასა და მოძრაობებს. მე მიუღწეველ სრულყოფილებას ვეძებ. ჩემი ამბიცია არ არის ვიყო პოეტი, თუმცა პოეზია ჩემი თავისუფლების გზაა“.