კალენდარი

თბილისის ფოტოფესტივალი 2018

კავკასიაში ფოტოგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალის, თბილისის ფოტოფესტივალის წლევანდელი, მეცხრე გამოცემის პროგრამა რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს ეძღვნება.
ფესტივალი გაიმართება თბილისში, 2018 წლის 13-დან 20 სექტემბრამდე.


ფესტივალი გიწვევთ გაეცნოთ ათი ნიჭიერი ფოტოგრაფის ნამუშევრებს, რომლებიც გადაღებულია 2008 წლის კონფლიქტის დროს და, ასევე აღწერს, რუსების მიერ ქართული ტერიტორიების შემდგომ ოკუპაციას. 
სხვადასხვა ინსტალაციებზე წარმოდგენილი იქნება ყველაზე ცნობილი ომის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ორასამდე ფოტო, მათ შორის განსაკუთრებულად ორი ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის - ლიონელ შარიესა და ოლივიე ლაბან-მატეის (სააგენტო Myop) ნამუშევრები. ასევე ნაჩვენები იქნება ფრანგი ფოტორგარისა და რეჟისორის კრისტიან ბარანის მიერ გადაღებული ფილმი. 

თარიღები:  2018 წლის 13- სექტემბრამდე - 19:00

ადგილი:  "სტამბა“ მ. კოსტავას ქ. 14თბილისი - საქართველო






ოლივიე ლაბან-მატეი, სააგენტო MYOP-ის ფოტოგრაფი 2013 წლიდან.
ათი წლის განმავლობაში ამზადებდა რეპორტაჟებს მსოფლიო კონფლიქტებსა და კატასტროფების ეპიცენტრიდან (ირანი, პალესტინა, ჰაიტი, იავა, ბირმა...) პრესის ფრანგული სააგენტოსთვის (AFP).
ამჟამად ის მუშაობს როგორც დამოუკიდებელი ფოტოგრაფი და, ხანგამოშვებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისთვისაც (HCR).

წყარო და ფოტო : სააგენტო Myop.
http://www.myop.fr/photographer/olivier-laban-mattei





ლიონელ შარიე სააგენტო MYOP-ის თანადამფუძნებელი და ფოტოგრაფია.
2014 წლის თბილისის ფოტოფესტივალის თანადამფუძნებელიცაა. 
ამჟამად, ის ფრანგული გამოცემის Libération ფოტოგრაფიის დირექტორია.

წყარო და ფოტო: სააგენტო MYOP
http://www.myop.fr/photographer/lionel-charrier





კრისტიან ბარანი ვიდეორეჟისორია.

მისი ნამუშევრები დოკუმენტური კინოსა და ვიზუალური ხელოვნების ერთგვარი ნაზავია. 
მისი გადაღების სტილი ერთგვარ პერფორმანსს ეფუძნება - სხეული/კამერა სივრცეში გადაადგილდება. 
ორჯერ არასოდეს იღებს ერთი და იგივე კადრს პრინციპით - რაც არის ეს არის. 

წყარო და ფოტო: http://www.christianbarani.free.fr