კალენდარი

მედიათეკა | 2023-04-19 17 საათი

შეხვედრა ლორანს პერუ-პიროტთან გა გარიკ გალსტიანთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 გიწვევთ შეხვედრაზე

ლორანს პერუ-პიროტთან
სამოქალაქო სამართლის ლექტორი,

და

გარიკ გალსტიანთან,
პოსტ-საბჭოთა სივრცის ცივილიზაციის სპეციალისტი,

''რეგიონალური და უმცირესობების ენები, ფრანგული ენა და კონსტიტუცია.
მულტიკულტურული რეალობა საფრანნგეთში.''


ოთხშაბათს 19 აპრილს 17 საათზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


ქალბატონი ლორენს პერუ-პიროტი, სამოქალაქო სამართლის ლექტორი, ასწავლის ლილის უნივერსიტეტში.

ბატონი გარიკ გალსტიანი, პოსტ-საბჭოთა სივრცის ცივილიზაციის სპეციალისტი, ასევე ასწავლის ლილის უნივერსიტეტში.

საფრანგეთში ისევ დღის წესრიგშია ის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებენ რეგიონალური და უმცირესობათა ენების გამოყენების გაზრდას სკოლებში. ამ ენების ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კვლავ ლიმიტირებულია, რადგან კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით„ რესპუბლიკის  ოფიციალური ენა არის ფრანგული". მიუხედავად მათი მემკვიდრეობითი ღირებულების აღიარებისა, საფრანგეთმა არ დაამტკიცა რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია, რომელიც კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ითვლება.

იდენტობის სხვადასხვა მანიფესტაციები ევროპულ საზოგადოებებში მწვავე დებატების ცენტრშია. მულტიკულტურიზმის პოლიტიკა, რომელიც „თანაცხოვრების" გარანტადაა მიჩნეული, შეზღუდულია. ტრადიციულად, საფრანგეთის პოლიტიკა ყოველთვის მიმართული იყო ინტეგრაციასა თუ ასიმილაციისკენ.  შეესაბამება კი ეს მულტიკულტურული მიდგომა იაკობინურ  ხედვას? მიისწრაფის თუ არა საფრანგეთი განსხვავებული მოდელისკენ?