კალენდარი

შეხვედრა გიგა (შალვა) მამინაშვილთან - Covid 19: რეალობა, რომელიც ხელიდან გვისხლტება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ შეხვედრაზე "ლაივში"


გიგა (შალვა) მამინაშვილი
ფსიქოანალიტიკოსი, ფსიქოთერაპევტი, პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დოქტორანტი,
ფსიქოპათოლოგიისა და ფსიქოანალიზის მაგისტრი, 
ასოციაცია პარიზის ფსიქოანალიტიკური სივრცის წევრი,
ასოციაცია ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცის დამფუძნებელი


გვესაუბრება თემაზე
 

Covid 19 - რეალობა, რომელიც ხელიდან გვისხლტება
პანდემიის ფსიქოანალიტიკური ანთროპოლოგია


ხუთშაბათს, 2 ივლისს 19სთ-ზე

ფრანგულ ენაზე

  

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გამოიყენოთ აპლიკაცია ZOOM


 შეხვედრის ბმული : https://us02web.zoom.us/j/6710446750

 


კორონა ვირუსის პანდემია ფიქრისა და მსჯელობის საგანი ხდება არა მხოლოდ ვირუსოლოგების და მიკრო-ბიოლოგებისათვის, არამედ ყველასთვის, ვინც ცდილობს, შესძინოს აზრი, მნიშვნელობა ფენომენს, მოვლენას, რომელიც თავისი წმინდად ბიოლოგიური ბუნების გამო, შესაძლოა აზრისაგან სრულიად დაცლილი იყოს. დღეს პანდემიის, როგორც ტოტალური და ყოვლისმომცველი მოვლენის შესახებ რეფლექსია, თეორიების კონსტრუირების მცდელობა წარმოადგენს ბიოლოგიური მნიშვნელობების  უფრო ზუსტად ინფორმაციის) წარმოსახვითი, ან სიმბოლური მნიშვნელობებით მოხელთების მცდელობას. 

სამედიცინო დისკურსი (რომელსაც დღეს ეფუძნება სანიტარული წესრიგი, მართვის ყველაზე ეფექტური ფორმა პანდემიის დროს), ანაცვლებს სიმბოლური კავშირებით ინტეგრირებულ რეალობას, ორგანიზმისა და მედიცინის ენა-სხეულის, როგორც არაცნობიერი ხატის ენას. 

პანდემია, როგორც სოციალური და სანიტარული, ამავე დროს სოციო-ფსიქიკური და სამედიცინო მოვლენა წარმოადგენს გადაკვეთის ადგილს სუბიექტურსა და კოლექტიურს, სოციალურსა და ფსიქიკურს შორის. გადაკვეთის ცხელ წერტილს, ზონას, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სოციო-ფსიქიკური ანთების, ინფექციის კერა.