კალენდარი

კავკასიის ფრანგული სკოლა | 2018-03-22 13:00

კინოჩვენება ბავშვებისთვის

ფრანკოფონია 2018-ის ფარგლებში, კავკასიის ფრანგული სკოლა კინოჩვენებას სთავაზობს მოსწავლეებს, რომლებიც სარგებლობენ საქართველოში ფრანგული ენის სწავლების ხელშეწყობისა და განვითარების ფონდის ''მოლიერი'' პროგრამით.
8-12 წლის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იხილონ ანიმაციური ფილმი ''კატის ცხოვრება'', რეჟ. ალენ განიოლი და ჟან-ლუ ფელისიოლი.

თარიღი: 22 მარტი, 13 სთ
მისამართი: კავკასიის ფრანგული სკოლა, ილია ჭავჭავაძის გამზ. 76ბ

წინასწარ ჩაწერა აუცილებელია