კალენდარი

კლუბი ფრონტლაინი | 2017-01-26 19სთ

«იდეების ღამე» - კლიმატური ცვლილებები საქართველოში

2017 წლის 26 იანვარს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება ღონისძიება « იდეების ღამე » თემაზე კლიმატური ცვლილებები საქართველოში. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კლუბ ფრონტლაინში 19 საათზე, მოეწყობა სირილ დიონისა და მელანი ლორანის დოკუმენტური ფილმის « ხვალ » ჩვენება, რომელიც გაგრძელდება მრგვალი მაგიდით ამ საკითხის გარშემო ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. დასწრება თავისუფალია.

რას ნიშნავს იდეების ღამე ?

უკვე წლებია, რაც მრავალი ღონისძიება საზოგადოებას სთავაზობს ღამის დადგომისას  მეცნიერებთან, ხელოვანებსა თუ კრეატორებთან შეხვედრებს მათი ნამუშევრების გასაცნობად და აზრების გასაზიარებლად, აზროვნების ნამდვილ სადღესასწაულო გარემოში. ახალი ჟანრის დებატებმა - ფილოსოფიის ღამეები, ფილოსოფოსების ღამეები, იდეების ღამეები... - მსოფლიოში ათასობით მსმენელის ყურადღება დაიპყრო, რომლებიც ღია და შინაარსობრივი აზრთა ურთიერთგაცვლის ამ ფორმატმა მოხიბლა.

ლონდონიდან ტოკიომდე, ბუენოს აირესიდან რაბათამდე ფრანგული ინსტიტუტის მიერ გამართული ღონისძიებების გაგრძელებაა მომავალი 26 იანვრის შეხვედრაც, რომლის მიზანია :

- მთელ მსოფლიოში გააერთიანოს იდეების ყველა ღამე ერთ დღეს, უფრო სწორად ერთ ღამეში
- იდეების თავისუფალი გაცვლის მხარდასაჭერად, დააკავშიროს ერთმათეთთან ცოდნისა და კულტურის აღიარებული ცენტრები საფრანგეთში თუ საერთაშორისო ასპარეზზე
- გაზარდოს ჩართულობა ამ მოვლებაში ყველას მოწვევით, ვისაც  სურს სწორედ იმავე საღამოს განმავლობაში საკუთარი იდეების შემოთავაზება


რა იგეგმება 2017 წლის 26 იანვარს თბილისში ?


2017 წლის 26 იანვარს, 19 საათზე,  საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი კლუბ ფრონტლაინში იწვევს ფართო საზოგადოებას საქართველოში კლიმატური ცვლილებების თემაზე სასაუბროდ.  აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კლიმატური პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტული საშუალებების სადემონსტრაციოდ და აღნიშნულ საკითხებზე სპეციალისტების მონაწილეობით (გარემოს დაცვის თემაზე მომუშავე ასოციაცია CENN, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო) დებატების გასამართად, მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება. დისკუსია გაიმართება ქართულ ენაზე და მასში მონაწილეობა ყველას შეუძლია.


რას აღწერს დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც 2017 წლის 26 იანვარს გაიმართება ?

სირილ დიონისა და მელანი ლორანის დოკუმენტური ფილმი ხვალ აღწერს მსოფლიო გამოცდილებას კლიმატური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით.

ფილმის სინოპსისი :
იქნებ გამოსავლის ჩვენება, კარგი ამბის მოყოლა, ჩვენს ქვეყნებში ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების მოგვარების საუკეთესო ფორმაა ?
კვლევის გამოქვეყნების შედეგად, რომლის მიხედვითაც 2100 წლისთვის კაცობრიობის ერთ ნაწილს გაქრობა ემუქრება, სირილ დიონმა და მელანი ლორანმა, ოთხი კოლეგისგან შემდგარ გუნდთან ერთად მოიარა ათი ქვეყანა იმის გამოსაკვლევად, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს კატასტროფა და განსაკუთრებით იმისა თუ, როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება. მოგზაურობის განმავლობაში ისინი შეხვდნენ იმ ადამიანებს ვინც ინოვაციურად  უდგება სოფლის მეურნეობის, ენერგიის, ეკონომიკის, დემოკრატიისა და განათლების საკითხებს.  აღნიშნული პოზიტიური და კონკრეტული ინიციატივების ერთად დალაგებით ავტორების თვალწინ ხვალინდელი მსოფლიოს სურათი იხატება...





დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.lanuitdesidees.com
ღონისძიების პრესდოსიე: http://bit.ly/2jo60lu

იხილეთ ასევე:

- ღონისძიების პროგრამა მთელს მსოფლიოში: http://www.institutfrancais.com/fr/actualites/la-nuit-des-idees-2017-les-grands-rendez-vous-dans-le-monde

- ღონისძიების პროგრამა საფრანგეთში: http://www.institutfrancais.com/fr/actualites/la-nuit-des-idees-2017-les-grands-rendez-vous-en-france

- ღონისძიების იდეა: http://www.institutfrancais.com/fr/actualites/nuit-des-idees-paris