კალენდარი

ფრანკოფონია 2023 - პროგრამა

მარტი 2023 - ფრანკოფონიის თვე საქართველოში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, თბილისის მერია, ასევე, საქართველოში წარმოდგენილი ფრანგულენოვანი პარტნიორები: ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, საქართველოს ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაცია, ფრანგულენოვანი უნივერსიტეტები და სკოლები, 2023 წლის 10 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით, გიწვევთ ფრანკოფონიის თვის ფარგლებში დაგეგმილ მრავალფეროვან ღონისძიებებზე!

ფრანკოფონია 2023, რომელიც ტრადიციულად ჩატარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, გთავაზობთ, აღმოაჩინოთ და ხელახლა გაიცნოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების საშუალებით, რომელთა მთავარი თემაა სპორტი და ქალები:

- ფრანგულენოვანი კინოს დღეები ფრანგული და შვეიცარიული ფილმებით;
- გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის;
- ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმანების პრეზენტაცია;
- ღია კარის დღე საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში;
- დისკუსიები, კონფერენციები და საჯარო ლექციები;
- ფრანგულენოვანი სასკოლო ანიმაციები ბავშვებისთვის.


ფრანკოფონია 2023-ის ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები ფრანკოფონია 2023-ის პარტნიორების მიერ : AFFLELOU Paris, PSP pharmacy და Yves Rocher Georgia .


იხილეთ ფრანკოფონია 2023-ის პროგრამა (განახლების თარიღი: 27.03.2023).

იხილეთ ფრანკოფონია 2023-ის კონკურსები.