კალენდარი

საქართველო | 2016-03-19 მარტი

ფრანკოფონია 2016 მთელი მარტის თვის განმავლობაში აღინიშნება!

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საფრანგეთის საელჩო, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩო, მთელი მარტის თვის განმავლობაში ფრანგული ენისა და ფრანკოფონიის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოს სასკოლო და საუნივერისტეტო დაწესებულებთან ერთად.

წელსაც, მრავალი ღონისძიების საშუალებით, თქვენ შეძლებთ ეზიაროთ ან ხელახლა აღმოაჩინოთ ფრანკოფონია და ფრანკოფონული კულტურა.  მთელი მარტის თვის განმავლობაში თქვენ შგიძლიათ დაესწროთ მრავალფეროვან კულტურულ, ლიტერატურულ, კინემატოგრაფიულ, მუსიკალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს. კერძოდ, პროგრამაშია: ლიტერატურული პრემია რენოდოს 2014 წლის ლაურეატის, რომანის ''დელიკატურობა'' ავტორის, ფრანგი მწერლის, დავიდ ფონკინოსის ვიზიტი, ფრანგული ჯგუფის ''Molecule G'' და შვეიცარიული მუსიკოსის ''Junior Tshaka'' კონცერტები ! ამასთანავე, მრავალი  შეხვედრა, კონფერენცია, მრგვალი მაგიდა და პრეზენტაცია გაიმართება როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში. და ბოლოს, ფრანგულენოვანი ფილმების დღეების ფარგლებში შემოგთავაზებთ საინტერესო პროგრამას.

ფრანკოფონია 2016-ის ფარგლებში გაიმართება კონკურსები მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია მრავალფეროვანი პრიზები.

გაეცანით ფრანკოფონია 2016-ის პროგრამას!