ჩაწერა მედიათეკაში
ჩაწერის წესები:
მედიათეკაში ჩაწერა შეუძლია ყველას.
მედიათეკაში ჩაწერის მსურველმა უნდა ჩარიცხოს შესაბამისი თანხა ბანკში ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე და წარმოადგინოს მედიათეკაში პირადობის მოწმობა ან პასპორტი გადახდის ქვითართან ერთად. მკითხველი მიიღებს ინსტიტუტის პერსონალურ ბარათს, რომელიც ძალაშია ჩაწერის დღიდან ერთი წლის განმავლობაში.
მედიათეკაში ჩაწერის ტარიფები:
მედიათეკაში ჩაწერა ხდება ერთი წლით, რომელიც აითვლება ჩაწერის თარიღიდან.
ჩვეულებრივი ტარიფი: 60 ლარი
ნახევარი ტარიფი: 30 ლარი
საქართველოს სკოლების და უნივერსიტეტების ფრანგული ენის პედაგოგებისათვის, საქართველოს უნივერსიტეტების რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტების პედაგოგებისთვის, ყველა სტუდენტისთვის
ჩაწერა უფასოა: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის, იმ სკოლების ფრანგული ენის მასწავლებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ მოლიერის ფონდის მხარდაჭერით, ანიმაციის "აღმოაჩინე მედიათეკა" მონაწილეებისთვის (მოსწავლეებისთვის და მათი პედაგოგებისთვის); ასევე, თუ მედიათეკაში ჩაწერილია ერთი ოჯახის ორი წევრი, მესამე წევრისთვის ჩაწერა უფასოა.
ჩვენი საბანკო რეკვიზიტებია:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
დოკუმენტების შინ გატანა:
მედიათეკის ბარათის მფლობელს შეუძლია მედიათეკიდან ერთდროულად გაიტანოს 13 დოკუმენტი :
- 5 წიგნი ერთი თვით
- 2 თამაში ერთი თვით
- 3 მუსიკალური დისკი ერთი კვირით
- 3 DVD ერთი კვირით
თუ დოკუმენტი ადგილზე არ არის, მკითხველს შეუძლია მისი დაჯავშნა. შესაძლებელია შინ სარგებლობის ვადის გახანგრძლივება იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი არ არის დაჯავშნილი სხვა მკითხველის მიერ.
მედიათეკაში ჩაწერის ფორმულარი