შანელამდე იყო კოკო

ან ფონტენის ფილმი


მონაწილეობენ: ოდრი ტოტუ, ბენუა პელვურდი, ალესანდრო ნივოლა


ქართული სუბტიტრებით


14 სექტემბერი 2016 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში საკუთარ დასთან ერთად ჩაბარებული პატარა გოგონა საფრანგეთის ცენტრალური ნაწილიდან, რომელიც ყოველ კვირა დღეს უშედეგოდ ელის, რომ მამა მოვა და წაიყვანს.

მორცხვი მომღერალი ძალიან სუსტი ხმით, რომელიც მთვრალი ჯარისკაცბის წინაშე მღერის.
პატარა გოგონა, რომლის მოვალეობაც პროვინციელი მკერავის სახელოსნო-მაღაზიის უკანა ოთახში ტანსაცმლის ნაკეცების შემოკერვაა.

ძალზედ გამხდარი სხეულის მქონე შეგირდი-კურტიზანი, რომელიც თავშესაფარს თავის მფარველ ეტიენ ბალსანთან პოულობს სხვა  ბარიშნებთან და დროსტარების მოყვარულებთან ერთად.
შეყვარებული, რომელმაც წინასწარ იცის, რომ არავისი ცოლი არ გახდება, არც თავად ბოი კაპელისა, რომელსაც ის ნამდვილად უყვარდა.
მეამბოხე, რომელსაც იმ ეპოქის წეს-ჩვეულებები სუთქვას უშლის და რომელიც თავისი საყვარლების პერანგებს ატარებს.
ეს კოკო შანელის ცხოვრებაა, რომელმაც განასახიერა თანამედროვე ქალი მის გამოგონებამდე.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

შანელამდე იყო კოკო

ან ფონტენის ფილმი


მონაწილეობენ: ოდრი ტოტუ, ბენუა პელვურდი, ალესანდრო ნივოლა


ქართული სუბტიტრებით
14 სექტემბერი 2016 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

მისამართი: დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმის რეცენზია:


პატარა გაბრიელ შანელი გარემომცველ სამყაროს მისი დიდრონი შავი თვალებით აკვირდება. ურმის რიკულები, რომელსაც ის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში მიჰყავს, პეიზაჟის თვალიერებაში ხელს უშლის. შემდეგ კი, მის გარშემო ყველა სახე უზარმაზარი ქუდების ქვეშ იმალება. ჩაკეტილობა და მარტოობა განსაზღვრავს მის ბავშვობას. ვხედავთ თუ როგორ ელოდება მამას - მკაცრ და მოსაწყენ შავთეთრ გარემოში. მოგვიანებით კი ის ბუმბულებითა დ მაქმანებით, ჭრელა-ჭრულა ნაჭრებითა და კაბებითაა გარემოცული. მხარზე შედგმული კამერა თითქოს ფლეგმატურია, ლივლივებს, ყოველ წუთს მზადაა წავიდეს, როგორც გაბრიელი. ის ამ მძიმე, მოსაწყენ და ზედაპირულ, ძალიან ხმაურიან, ძალიან მდიდარ და ყოველგვარი უმანკოებისგან დაცლილ სამყაროს არ ეკუთვნის. აქ, ის მამაცურად და ელეგანტურობით იტანს უსახსრო, ასჯერ შეურაცხოფილი ახალგაზრდა ქალის ცხოვრების პირობებს.

ახლო ხედს მის სახეზე ყოველთვის თან ახლავს ჰაეროვანი მუსიკა, რომელიც მის დელიკატურ შინაგან სამყაროზე მიგვანიშნებს. ის უმანკო და მდიდარი მყიფე სულის შეგრძნებას გვიტოვებს. მის მძიმე გამოხედვას თან გასდევს ვიოლინოს ღრმა ნოტები. შიგადაშიგ,  ალექსანდრე დეპლას მუსიკა მინორულ ნოტებში ბრწყინვალედ აღწერს გენიალური კუტურიეს, კოკო შანელის შფოთვებს. ეს უსახსრო და სუსტი არსების ადამიანები  უფრო და უფრო იყვარებენ და ენდობიან. პარალელურად, მის გარშემოც სივრცე უფრო ფართოვდება. თავდაპირველად ურმის რიკულებს შორის დანახულ ხეებს, ამჟამად უზარმაზარი მწვანე სივრცე ენაცვლება, რომლის ცენტრსაც გაბრიელი წარმოადგენს.

გაბრიელი მშრომელია და მუდამ დამოუკიდებლობის ძიებაში, რაც მას თავისუფლებას მიანიჭებს. მისი მომავალი მხოლოდ ერთი კითხვის ნიშანია მანამდე, სანამ მამაკაცი, რომელიც მას უყვარს, ეტყვის : -  « გაბრიელ, შენ განსაკუთრებული ხარ, არავის გავხარ, იყავი თავდაჯერებული ». და, კიდევ, შავი და თეთრი ფერები რჩება, თავშესაფრის სიცივე კი ადგილს უთმობს შანელის ატელიეში ამავე ფერების ქალურ, რაფინირებულ შერწყმას. მხარზე შედგმული კამერა კი სტატიკურად გადაიქცევა, რომელიც შრომისთვის საჭირო დროსა და მეთოდურობას გამოხატავს. ნელი პანორამული კადრების წყალობით, თვალს ვადევნებთ კაბის შექმნაში ჩართულ კოკო შანელს, ვგრძნობთ მის თანმიმდევრულობასა და კონცენტრაციას მუშაობაში, შრომი წილს - კრეატივში.  საკუთარ სახელოსნოებსა და მაყურებლის ოვაციის ქვეშ, კოკო შანელი მის მიერ შექმნილ სამყაროს დიდრონი შავი თვალებით აკვირდება.

თამარ გოზიტაშვილი
კინოკრიტიკოსი