"ერთი კატა პარიზში" 2010

ალან გა ნოლის და ჟან ლუ ფელიჩიოლის ფილმი



ქართული სუბ-ტიტრებით


16 ოქტომბერი 2015 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40



შინაარსი:

დინო  კატაა, რომელიც ორ სახლში ცხოვრობს ერთდროულად. დღისით  ის პოლიციელის პატარა გოგონასთან, ზოესთანაა. ღამღამობით კი გაქნილ მძარცველთან, ნიკოსთან ერთად დაძვრება პარიზის  სახურავებზე. კომისარი ჟანი ძალიან ნერვიულობს. მან თან სამკაულების ქურდი უნდა დაიჭიროს, თან კი თვალყური ადევნოს ნაირობის უზარმაზარ  ქანდაკებას, თვალი რომ დაადგა კოსტამ, რომელმაც საკუთარი პოლიციელი ქმარი მოკლა.  ამ დრამატული შემთხვევის შემდეგ პოლიციელის გოგონა კრინტსაც არ ძრავს.  ღამით მოვლენები სწრაფად ვითარდება, ზოე კოსტასა და მის ბანდას გამოუდგება და  ეს კატა-თაგვობანა დილამდე გრძელდება. დილით კი ყველა პერსონაჟი ხვდება ერთმანეთს და ვიდრე ნოტრ დამის სახურავებამდე, თამაშდება ბრძოლისა და ურთიერთდახმარების ქაოტური სცენები.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

"ერთი კატა პარიზში" 2010

ალან გა ნოლის და ჟან ლუ ფელიჩიოლის ფილმი



ქართული სუბ-ტიტრებით
16 ოქტომბერი 2015 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.

დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმის რეცენზია:


ამ ძალიან კარგი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი დაძაბული საპოლიციო გამოძიებაა : მამაცი კომისარი დედა, თავაზიანი მძარცველი, ცოტა ბოთე განგსტერთა ჯგუფი, კომისრის ქალიშვილი და მისი ძიძა და, ბოლოს კი, ჩვენი პატარა, მოხერხებული, მოსიყვარულე, ჭკვიანი, სწრაფი და ჩუმი კატა. მასთან ერთად დავდივართ, დავრბივართ, ვხტუნავთ, წონასწორობას ვინარჩუნებთ და ფრთხილად ვსრიალებთ პარიზის სახურავებზე.
ბილი ჰოლიდეის ერთდროულად ნაზი და ვნებიანი ხმა, 30-ანი წლების ჯაზის მელოდიები, დროდადრო პარიზული აკორდეონის რიტურნელს უთმობენ ადგილს.  ამ მუსიკის ფონზე, ანიმაციური ფილმის ჩანახატები საიდუმლოებებით  და ხიბლით იმოსება.
კატას  ორი პატრონი ჰყავს. დღეს ის პატარა ზოეს მდუმარე, მაგრამ ფერად სამყაროში ატარებს. საღამოობით კი, როცა პარიზში მწუხრი ისადგურებს, ის ნელა იპარება ეზოს მეორე მხარეს და ხდება მარდი და მოქნილი ქურდის თანამონაწილე.
სურვილი გვიჩნდება ჩავერთოთ ფილმის სიუჟეტში, გავესაუბროთ კომისარს, გავყვეთ კატას მის ღამისეულ თავგადასავლებში, ჩავერიოთ ძიძის საქმეებში, ჩამოვშალოთ მძარცველის გაბმული მახეები და, განსაკუთრებით, თვალი მოვავლოთ პარიზს სახლების სახურავების სიმაღლიდან. დევნას, ინტრიგებს, დაძაბულობას, ჩხუბებს, ეშმაკობას, ერთგულებასა და სიმამაცეს აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი მთელი ფილმის განმავლობაში. « ერთი კატა პარიზში » - ალენ განიოლისა და ჟან-ლუ ფელიჩიოლის მთელ ოჯახთან ერთად საყურებელი ფილმია.

თამარ გოზიტაშვილი, კინოკრიტიკოსი
თარგმანი: ხათუნა ღვაბერიძე