"დელიკატურობა" 2011

დავიდ და სტეფან ფონკინოსების ფილმი


ოდრე ტოტუ, ფრანსუა დამიანი


ქართული სუბტიტრებით


13 აპრილი 2016 / 20:00 სთ

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.
დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმი ნაჩვენები იქნება განმეორებით, რათა მისი ნახვა შეძლოს ყველამ, ვინც 10 მარტს რუსთაველის კინოთეატრში ვერ შეძლო ჩვენებაზე დასწრება.



შინაარსი:

ნატალის ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ბედნიერი იყოს: ახალგაზრდობა, სილამაზე და სიყვარული. თუმცა მისი მეუღლის მოულოდნელი გარდაცვალება ამ ყველაფერს დაასრულებს. წლების განმავლობაში, ნატალი გადაყვება სამუშაოს და მიივიწყებს გრძნობებს. მაგრამ, უცაბედად, ერთ დღეს უნებურად აკოცებს მარკუსს, ერთ ერთ თანამშრომელს, ატიპიურ მამაკაცს. მას შემდეგ იწყება ამ უჩვეულო წყვილის გრძნობების ვალსი, რაც კომპანიაში ბევრ გაუგებრობას და აგრესიას იწვევს. ნუთუ მართლა ჩვენ ვირჩევთ, თუ როგორ დავიწყოთ ახლიდან ცხოვრება? სიყვარულის შესანარჩუნებლად ნატალი და მარკუსი გაქცევით შველიან თავს. ეს ფილმი ახლიდან დაბადებისა და სიყვარულის უცნაურობების ამბავს გვიყვება.



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

"დელიკატურობა" 2011

დავიდ და სტეფან ფონკინოსების ფილმი


ოდრე ტოტუ, ფრანსუა დამიანი


ქართული სუბტიტრებით
13 აპრილი 2016 / 08:00 PM

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ფრანგულ კინოკლუბს ყოველი თვის მეორე და მეოთხე ოთხშაბათს.
დავით აღმაშენებელის გამზ., 40

ფილმი ნაჩვენები იქნება განმეორებით, რათა მისი ნახვა შეძლოს ყველამ, ვინც 10 მარტს რუსთაველის კინოთეატრში ვერ შეძლო ჩვენებაზე დასწრება.

ფილმის რეცენზია:


დრო გადის და ქრება, ის მოვლენები და ადგილები კი, სადაც ჩვენ ისინი გადაგვხდება, რჩება. აი, მაგალითად : ბებიის ბაღი, რომელიც ჩვენი ბავშვობის მოგონებებს იცავს ან, კიდევ, ოფისის გრძელი დერეფანი, როგორც პირადი და პროფესიული ცხოვრების ერთგვარი დამაკავშირებელი ადგილი სივრცესა და დროში; ჩვენი ბინა, რომლის ყველა კუთხე-კუნჭული გაჟღენთილია უზარმაზარი სიხარულითა და, ასევე, დიდი ტკივილებით. რეჟისორები დავიდ და სტეფან ფონკინოსები და კომპოზიტორი ემილი სიმონი გვიწვევენ სათუთი ნატალისა (ნიჭიერი მსახიობის, ოდრი ტატუს შესრულებით) და დიდი, მოუხეხებელი შვედის, მარკუსის (ბრწყინვალე მსახიობის, ფრანსუა დამიენის ინტერპრეტაციით) სამყაროში.  
ფილმის დასაწყისში, პარიზულ ქვაფენილზე მიმავალი ნატალის რიტმულ ნაბიჯებს მივყვებით. ის იმ ლამაზ კაფეში შედის, საიდანაც ერთი ჭიქა გარგარის წვენის წყალობით ყველაფერი იწყება. მშვიდი კამერა  თბილი და მხიარული ნატალის ბედნიერებას იღებს და  თანაგრძნობით გვიჩვენებს ცვლილებებს მის ცხოვრებაში. ჩვენ მოკრძალებული მაყურებლის როლში ვართ მრავალი ფიქსირებული ფართო კადრების წყალობით, მუსიკა კი ნატალის ემოციებში გვითრევს.
და, აი, ეს მოუხერხებელი ვაჟკაციც, ზედმეტად მაღალი,  დონდლო, მოკლედ -სრულიად შეუფერებელი.  მისი სამყარო სავსეა ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებით, კომიკური სიტუაციებით, პოეტური გამონათქვამებით. მალე, სხვებთან შედარებით, ერთი კადრი განსაკუთრებით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. მარკუსი ნატალის ელაპარაკება ამ უკანასკნელის დიდ კაბინეტში. კადრის მარჯვენა მხარეს წითლად ჩაცმული ნატალი ფეხზე დგას მარკუსის პირისპირ. მისი სილუეტი მარკუსის ზურგს უკან ხის კარზეც ირეკლება. მათ შორის სივრცეს ფანჯრის თეთრი ჩარჩოს ფართო ნაწილი კვეთს ქვემოდან ზემოთ. სიღრმეში, ფარდებიდან ოთახს ნაზი შუქი ეფინება, რომელიც გვარგრძნობინებს ნატალიზე შეყვარებული მარკუსის ტკბილ ტყვეობას. რაც არ უნდა შეუძლებლად მიაჩნდეთ   მათ კოლეგებს, მეგობრებს და, ვაღიაროთ რომ ჩვენც, მაყურებელსაც, ყველაფერი მაინც ამ ორი სამყაროს ერთმანეთთან შერწყმით სრულდება.

თამარ გოზიტაშვილი, კინოკრიტიკოსი