ეჟენი გრანდე

მარკ დუგენის ფილმი


მთავარ როლებში : ჟოზეფინ ჟაპი, ოლივიე გურმე, ვალერი ბონეტონ


ქართული სუბტიტრებით


15 თებერვალი 2023 / 20:00 სთ



შინაარსი:

"ფელიქს გრანდე სომურში საკუთარ მოკრძალებულ სახლში, სადაც მისი ცოლი და ქალიშვილი ეჟენი სევდიან და უინტერესო ცხოვრებას ატარებენ, ბატონივით ცხოვრობს. გამორჩეულად ძუნწი გრანდე არ სწყალობს ახალგაზრდებს, რომლებიც ქალიშვილის ხელის სათხოვნელად ერთმანეთს ეცილებიან. არაფერი უნდა დაემუქროს იმ უზარმაზარ ქონებას, რომელსაც იგი ასე გულმოდგინედ მალავს.
გრანდეს ძმიშვილის, ობოლი და გაკოტრებული პარიზელი მომხიბვლელი ყმაწვილის ჩამოსვლა ახალგაზრდა გოგონას ცხოვრებას თავდაყირა აყენებს. ეჟენის სიყვარული და გულუხვობა ბიძაშვილის მიმართ, ფელიქს გრანდეს უსაზღვრო რისხვას გამოიწვევს. ქალიშვილთან დაპირისპირებისას, იგი როგორც არასდროს, მზად არის გასწიროს ყველაფერი სიმდიდრის სანაცვლოდ, საკუთარი ოჯახიც კი ...
ფილმი გადაღებულია ბალზაკის ნაწარმოების მიხედვით.„



ფილმის ანონსი


ამობეჭდეთ ელ. ბილეთი

E-BILLETS

ეჟენი გრანდე

მარკ დუგენის ფილმი


მთავარ როლებში : ჟოზეფინ ჟაპი, ოლივიე გურმე, ვალერი ბონეტონ


ქართული სუბტიტრებით
15 თებერვალი 2023 / 08:00 PM