კალენდარი

ზღაპრების კითხვა ონლაინ - 28 ნოემბერი 2020

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გთავაზობთ
ზღაპრის ინტერაქტიულ კითხვას ონლაინ
ციფრული ბიბლიოთეკის - კულტურთეკის გამოყენებით 

და 
გასართობ აქტივობებს 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

შაბათს, 28 ნოემბერს, 11 საათზე

ერთი ანიმაციის ფასი ერთი ბავშვისთვის: 10 ლარი.

ანიმაციები ჩატარდება პროგრამა ჰენგაუთსით რომელიც ახლავს Gmail-ის ანგარიშს. ამიტომ დაინტერესებულ მშობლებს გთხოვთ გახსნათ ანგარიში Gmail-ზე, რათა შევძლოთ თქვენი დამატება ჯგუფში. ტექნიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ და გამოგვიგზავნოთ თქვენი Gmail-ის მისამართი და თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი პარასკევს 13 სთ-მდე შემდეგ მისამართზე:

nino.shubitidze@institutfrancais.ge

გთხოვთ აგრეთვე, რომ დარჩეთ თქვენს პატარებთან ანიმაციის დროს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ თქვენი კითხვები ამავე მისამართზე.

ჩვენი პატარა მეგობრებო, 
თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. 
ძალიან მოგვენატრეთ და მოუთმენლად გელით!