კალენდარი

ვორკშოპი CLIMATE FRESK

შემოგვიერთდით 2024 წლის 17 მაისს, საღამოს 6 სთ-დან 9 სთ-მდე, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, სახალისო ვორკშოპზე კლიმატის ცვლილების შესახებ!

გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება? გაინტერესებთ გაიგოთ გამომწვევი მიზეზები, შედეგები და არსებულ პრობლემათა გადაჭრის გზები? მაშინ ეს ინგლისურენოვანი ვორკშოპი, რომელსაც მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ, თქვენს მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს.

3 საათის განმავლობაში, ერთად გავიგებთ როგორ ფუნქციონირებს კლიმატის ერთიანი სისტემა, გავაანალიზებთ მისი მწყობრიდან გამოსვლის მიზეზებსა და გამოწვეულ შედეგებს, ამასთანავე განვიხილავთ შესაძლო გამოსავალთა ინდივიდუალურ და კოლექტიურ გზებს.

დასწრება თავისუფალია! ყურადღება, ადგილები შეზღუდულია! რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://rb.gy/k8zxqu