კალენდარი

უნივერსიტეტი Paris-Saclay აცხადებს სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამას

უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა ,,grandes écoles" და 7 კვლევითი ცენტრი) 2021-2022 აკადემიური წლისათვის სთავაზობს სტიპენდიებს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან უნივერსიტეტ Paris-Saclay-ს შემადგენლობაში შემავალ შემდეგ სასწავლო დაწესებულებების სამაგისტრო საფეხურზე: AgroParisTech, CentraleSupelec, Ecole Normale Supérieure Paris-Saclay (ENS Paris-Saclay), INSTN-CEA, Institut d’Optique Graduate School (IOGS), Université d’Evry-Val-d’Essonne (UEVE), Université Paris-Saclay (UPSaclay), Université de Versailles-Saint-Quentin-en-Yvelines (UVSQ).

სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა. სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის  დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.

სასტიპენდიო პროგრამის ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც  გამგზავრებამდე, აგრეთვე სწავლის პერიოდის განმავლობაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 16 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ამხსნელობითი ბარათი