კალენდარი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი | 2019-07-11 11:00

ტრენინგი ევროპული ენების რეგიონული დღისათვის

2012 წლიდან მოყოლებული, ყოველი წლის 26 სექტემბერს, ევროპის კულტურულ ინსტიტუტთა გაერთიანების EUNIC (European Union National Institutes for Culture https://www.eunicglobal.eu/  90 წევრი ორგქნიზაცია ევროპის მასშტაბით) საქართველოს წარმომადგენლობა სკოლის მოსწავლეებს იწვევს ენების ევროპული დღის https://edl.ecml.at/  აღსანიშნავად.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სახალისო კონკურსებსა და თამაშებს, შემეცნებით თუ გასართობ სავარჯიშოებს, მუსიკალურ თუ ციფრულ ანიმაციებს. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა უკეთ გაეცნონ ევროპაში მცხოვრები სხვადასხვა ხალხის კულტურულ თუ ენობრივ თავისებურებებს და ღონისძიების დასასრულს მიიღონ პრიზები.

2019 წელს გაერთიანება EUNIC გეგმავს ენების ევროპული დღე მთელ საქართველოში აღნიშნოს. ამისათვის, გაერთიანება EUNIC, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ატარებს ერდღიან ტრენინგს თბილისში რეგიონის ორგანიზატორებისთვის და გადასცემს მათ საორგანიზაციო მასალებსა და გასაცემ პრიზებს ევროპის საბჭოსგან.

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის 11 ივლისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა 4. ტრენინგის ხანგრძლივობაა 6 საათი, ერთსაათიანი შესვენებით. დასაწყისი 11 საათზე.

 EUNIC დაფარავს მონაწილეთა ტრანსპორტისა და კვების ხარჯებს (ტრანსპორტის ბილეთების წარმოდგენა აუცილებელია ანაზღაურებისთვის).

ევროპის საბჭოს ინიციატივით, 2001 წლის 26 სექტემბრიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება ენების ევროპული დღე. ღონისძიების მიზანია ევროპის საბჭოს წევრი 47 სახელმწიფოს 800 მილიონ მოქალაქეს მოუწოდოს უფრო მეტი უცხო ენის შესწავლისკენ ნებისმიერ ასაკში, სკოლაში და ყველა შესაძლებელ გარემოში. დარწმუნებული, რომ ლინგვისტური მრავალფეროვნება საშუალებაა კულტურათაშორისი ურთიერთგაგებისთვის და, რომ ის წარმოადგენს ჩვენი კონტინენტის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მთავარ გასაღებს, ევროპის საბჭო მთელი ევროპის მასშტაბით მხარს უჭერს მულტილინგვისტიკას.

 Inscription: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfFNyG4kS4elVQgvYobsiRxGKZpVD0wohTK3Q4ICudmFeU9aA/viewform?fbclid=IwAR1wcfuMJ63aDR70XKrBWUyvfq8yopqQX0h5LjD_2McSraYfocYW9SrCkuE