კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში | 2018-07-09 10h

ტრენინგი DELF Junior

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ფრანგული ენის მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგს თემაზე :

 

« მოსწავლეთა მომზადება DELF A1 და A2 გამოცდებისთვის ».

 

მისი მიზანია მონაწილეებს გავაცნოთ ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოთი განსაზღვრული დონეები, A1 და A2 დონეებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და, ასევე, DELF-ის სხვადასხვა გამოცდის შეგასებათა შკალა. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება პრაქტიკული საკლასო აქტივობები DELF Junior-ის გამოცდებისთვის მოასამზადებელი სახელმძღვანელოების ბაზაზე. აღნიშნული ტრენინგი მასწავლებლებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ მათი სწავლების ხარისხი ენების საერთო ევროპულ სარეკომენდაციო ჩარჩოსთან შესაბამისობაში.

 

ტრენინგი ჩატარდება

9 და 10 ივლისს საქართველოს ფრანგულ ისნტიტუტში

და მას გაუძღვებიან თორნიკე ერისთავი და მაკა ნადარეიშვილი

 

ტრენინგის პროგრამა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ონლაინ რეჟიმში.

 

ტრენიგში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 20 მასწავლებლით. წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა 2018 წლის 22 ივნისამდე შემდეგ ელ.ფოსტაზე : cecile.fagegaltier@institutfrancais.ge .

 

რეგისტრაციის მსურველთა მეტი რაოდენობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ფრანგული ენის ფონდის წევრი სკოლების მასწავლებლებს.