კალენდარი

ტესტი Score IAE-Message - რეგისტრაცია

გსურთ ისწავლოთ MBA, მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო  პროგრამაზე საფრანგეთში?


მაშინ IAE (საუნივერსიტეტო მენეჯმენტის სკოლა) თქვენთვისაა!  საშუალება გაქვთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა 32 მენეჯმენტის სკოლაში მხოლოდ ერთი გამოცდით. 

კანდიდატი, რომელიც  გაივლის სპეციალურ ტესტს «Score IAE-Message» შეძლებს ერთდროულად გააკეთოს განაცხადი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და პროგრამაზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ საგამოცდო სესიების ადგილზევე ორგანიზებას, შემდეგი 2020 წლის პირველი სესია 10 მარტს გაიმართება! 

რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით ონლაინ:https://www.iae-message.fr/inc/details_session.php?id=202003-10


დამატებითი ინფორმაცია:http://www.iae-message.fr/?lang=fr


რა არის  
IAE ?

IAE  არის მენეჯმენტის საუნივერსიტეტო  სკოლა, რომელიც მოიცავს 32 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო  დაწესებულებას და 49 500 სტუდენტს, 30 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.


 რეგისტრაცია:http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01