კალენდარი

ტესტი Score IAE-Message - 2023 წლის კალენდარი

გსურთ ისწავლოთ MBA, მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო  პროგრამაზე საფრანგეთში?


მაშინ IAE (საუნივერსიტეტო მენეჯმენტის სკოლა) თქვენთვისაა!  საშუალება გაქვთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა 36 მენეჯმენტის სკოლაში მხოლოდ ერთი გამოცდით. 

კანდიდატი, რომელიც  გაივლის სპეციალურ ტესტს «Score IAE-Message» შეძლებს ერთდროულად გააკეთოს განაცხადი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და პროგრამაზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ საგამოცდო სესიების ადგილზევე ორგანიზებას.

2023 წლის სესიები გაიმართება შემდეგი განრიგის მიხედვით:

სესია Nº1:
2023 წლის 14 თებერვალი, 15:00-18:00 (თბილისის დროით)
ონლაინ რეგისტრაცია 2023 წლის 30 იანვრის ჩათვლით:
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2023 წლის 24 თებერვლიდან.


სესია Nº2:

2023 წლის 4 აპრილი, 14:00-17:00 (თბილისის დროით) 
ონლაინ რეგისტრაცია 2023 წლის 19 მარტის ჩათვლით: 
http://www.iae-message.fr/inc/details_centre.php?id=TBI01
შედეგები: 2023 წლის 14 აპრილიდან. 


რა არის IAE ?


IAE  არის მენეჯმენტის საუნივერსიტეტო  სკოლა, რომელიც მოიცავს 36 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და 49 500 სტუდენტს, 30 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.iae-france.fr/