კალენდარი

თბილისის პიანო ფესტი 2024

29 მაისს თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ფრანგი ხელოვანების: ვირტუოზი პიანისტის, სიპრიან კაცარისის და ნიჭიერი მომღერლის, მელისა არნოს კონცერტზე გიწვევთ.

ჯორჯ გერშვინის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სიპრიან კაცარისი გერშვინის საფორტეპიანო კონცერტის გარდა, მომღერალ მელისა არნოსთან ერთად ამერიკელი კომპოზიტორის ცნობილ სიმღერებსაც შემოგვთავაზებს.

თბილისის პიანო ფესტი 28 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით გაიმართება და ის ქართველ მუსიკოსებთან ერთად მსოფლიოში აღიარებულ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
არ გამოტოვოთ!

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე : https://shorturl.at/Vgama