კალენდარი

თბილისის კინოფესტივალი 2018

2019 წლის 3-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, მაყურებელს საშუალება ეძლევა იხილოს მსოფლიო კინოს შედევრები კანის, ბერლინისა და სხვა ფესტივალებიდან, გეცნოს ევროპული კინოს ბოლო ტენდენციებსა და გაიგოს, თუ როგორ ვითარდება ქართული კინემატოგრაფიული ინდუსტრია.

ფესტივალი ასევე გთავაზობთ ფრანგული ფილმების პროგრამას სექციის "ევროპული კინო" ფარგლებში.
წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შესარჩევმა კომიტეტმა შეარჩია ოთხი ფრანგული ფილმი.
აღნიშნული ფილმების ჩვენება გაიმართება ფესტივალის განმავლობაში ქალაქის კინოთეატრებში. ფილმები ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.
ამასთანავე, ფრანგი პროდიუსერი სელინ ნუსი, რომელიც ფრანგული საპროდიუსერო კომპანიის თანამშრომელია, ფესტივალის ოფიციალური დაჯილდოების ჟიურის წევრია.

პროგრამა.

სამშაბათი, 4 დეკემბერი, 21 საათი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2
კრისტოფ ონორეს -Sorry Angel მწუხარე ანგელოზი - საფრანგეთი, 2018 წ, 132 წუთი

ოთხშაბათი, 5 დეკემბერი, 16 საათი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2
ჟან-პოლ სივერაკის - Mes provinciales პარიზული განათლება - საფრანგეთი, 2018 წ, 1237 წუთი

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 14 საათი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 2
სტეფან ბრიზეს - En guerre ომში - საფრანგეთი, 2018წ, 105 წუთი

პარასკევი, 7 დეკემბერი, 19 საათი, კინოთეატრი ამირანი, დარბაზი 4
სედრიკ კანის - La prière ლოცვა - საფრანგეთი, 2018 წ, 107 წუთი

ღონისძიება ფეისბუქზე: https://www.facebook.com/TbilisiFilmFestival/
ფესტივალის ვებგვერდი: https://www.tbilisifilmfestival.ge/
Pour acheter les billets : www.kinoafisha.ge