კალენდარი

თბილისის 2017 წლის საერთაშორისო კინოფესტივალი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორია.


2017 წლის 4-დან 10 დეკემბრის ჩათვლით, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს მსოფლიო კინოს შედევრები კანის, ბერლინისა და სხვა კინოფესტივალებიდან, გაეცნოს ევროპული კინოს ბოლო ტენდენციებსა და ქართული კინოინდუსტრიის ნამუშევრებს

ფესტივალი ასევე გთავაზობთ ფრანგული კინოსადმი მიძღვნილ პროგრამას "French Collection". 
წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ადმინისტრაციამ შეარჩია ექვსი ფრანგული ფილმი აღნიშნულ კატეგორიაში წარსადგენად.
აღნიშნული ფილმების ჩვენება განხორციელდება ქალაქის სხვადასხვა კინოთეატრებში მთელი ფესტივალის განმავლობაში.

პროგრამა:

სამშაბათი 5 დეკემბერი

- კლერ დენის "Un beau soleil intérieur" ჟულიეტ ბინოშის მონაწილეობით - 19 სთ

- რობენ კამპიოს "120 battements par minute" - 21 სთ

ხუთშაბათი 7 დეკემბერი

- მარტენ პროვოს "Sage-Femme" კატრინ დენევის მონაწილეობით - 14 სთ
- ფრანსუა ოზონის "L'Amant-Double" ჟერემი რენიესა და მარინა ვოჩის მონაწილეობით - 21 სთ


პარასკევი 8 დეკემბერი

- არნო დეპლეშენის "Les Fantômes d'Ismaël" მარიონ კოტიარის, შარლოტ გენსბურგისა და მატიე ალმარიკის მონაწილეობით - 14 სთ

- მიკაელ აზანავიჩუსის "Le Redoutable" ლუი გარელის მონაწილეობით - 19 სთ 



წელს, ჟიურის წევრია ცნობილი ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო.

ანიმაციური ფილმების კატეგორიაში 2016 წლის ცეზარის მფლობელი კლოე მაზლო გაუძღვება კინორეჟისურის სახელოსნოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში 5-დან 7 დეკემბრის ჩათვლით.