კალენდარი

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "ფესტინოვა"

თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი "ფესტინოვა" საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით ილიაზდის (1894-1975 წ.წ.) მიერ დატოვებულ მდიდარ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ გამოფენას « Vu que la poésie m'est obscure » მასპინძლობს. გამოფენა ქ. თბილისში ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს.
 
გამოფენა « Vu que la poésie m'est obscure » მოიცავს ორი ფრანგი ხელოვანის - ჟულიეტ ჟორჟისა და როდრიგ დე ფერლუკის ნამუშევრებს, რომლებსაც საფუძვლად ილიაზდის 1918 - 1923 წლებში გამოქვეყნებული ტიპოგრაფიული ნაწარმოებები დაედო, კერძოდ, "გასაქირავებელი ვირი", ”აღდგომის კუნძული” და "Ledentu le Phare" (ციკლიდან "ასლააბლიჩია" - მეხუთე დრა).
 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ფესტივალის გვერდს: https://www.facebook.com/Garikula