კალენდარი

შეხვედრა ტიფენ ჟენჟელვენთან
ფრანკოფონია 2025-ის ფარგლებში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა გიწვევთ შეხვედრაზე ტიფენ ჟენჟელვენთან, რომელიც ისაუბრებს ქართულ ტრადიციულ საბრძოლო სპორტზე, ჭიდაობაზე (ქართული ჭიდაობა შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების ნუსხაში).
ხუთშაბათს, 2025 წლის 13 მარტს 18:00 სთ-ზე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: გუდიაშვილის 7, III კორპ. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.
ტიფენი ჟენჟელვენი არის ბორდოს უნივერსიტეტის, ფიზკულტურისა და სპორტის მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ჯუდოსა და ჟიუ ჯიცუს შავი ქამრის მფლობელი და დაინტერესებულია კავკასიის რეგიონის, კერძოდ კი, ჩეჩნური და ქართული საბრძოლო ხელოვნებით. ტიფენი ქართულ ენას ეუფლებოდა პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ინსტიტუტში.
საქართველო სპორტული ჭიდაობის პეიზაჟის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა. ქართველების მიერ ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული შვიდი მედლიდან, ხუთი ჭიდაობაშია მიღებული და ამგვარად, ჭიდაობა წარმოადგენს ქვეყნის ძირითად სპორტულ სახეობას.
ჯუდოს საერთაშორისო კალენდრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურნირის, თბილისის გრანდ სლემი შესანიშნავი საშუალებაა ტიფენისთვის, რომ უფრო მეტად დაინტერესდეს ქვეყანაში არსებული ჭიდაობის სხვადასხვა სახეობით და მომავალში მათი განვითარების პერსპექტივით.
დამატებითი ინფორმაცია https://www.facebook.com/events/1200528645012790