კალენდარი

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2024-05-16 18 სთ

შეხვედრა სამი კოენთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა 
გიწვევთ შეხვედრაზე

სამი კოენთან
''ლეო ინსტიტუტის'' თანადამფუძნებელთან,

რომელიც წარადგენს თავის წიგნს,

''საუბრები ლეოსთან'' 


ხუთშაბათს, 16 მაისს 18სთ-ზე

შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე.

 
 მისამართი: გუდიაშვილის.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.

სამი კოენის წიგნის, „საუბრები ლეოსთან“ პრეზენტაციის დროს, საშუალება გექნებათ აღმოაჩინოთ მეთოდოლოგია „ლეო“, რომელსაც ავტორი 1982 წლიდან ავითარებს. ეს უნიკალური მეთოდოლოგია თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას გაიგოს და იმოქმედოს საკუთარი გონებრივი მექანიზმების და ქცევების ჩამოსაყალიბებლად, თავისი ჯანსაღი პირადი და პროფესიული ცხოვრების შესაქმნელად.

სამი კოენს აქვს მდიდარი  პროფესიული გამოცდილება და იგი რეგულარულად ატარებს სემინარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამი ასევე იყო ერთ-ერთი ფრანგული ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ინდუსტრიული ინჟინერი. ის არის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ორგანიზაციული სწავლების საზოგადოების წევრი კონსულტანტი და მსოფლიოს ბიზნეს აკადემიის ადმინისტრაციული საბჭოს წევრი.

ეს შეხვედრა იქნება ემპირიული და თეორიული ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა წიგნის დახმარებით.