კალენდარი

შეხვედრა როსტან მეჰდისთან და ან ჰამონიკთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 გიწვევთ შეხვედრაზე

როსტან მეჰდისთან და ან ჰამონიკთან



''ევროკავშირი ომის პირისპირ: ხელახალი დასტური და მოქმედების ბერკეტები''

2022 წლის 22 ივლისს 17სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.


კონფერენცია საშუალებას იძლევა განხილულ იქნას საკითხის კიდევ ორი მხარე: როსტან მეჰდი ყურადღებას გაამახვილებს ევროკავშირზე, როგორც ერთიან ღირებულებათა სისტემაზე ომის განსაცდელის პირისპირ. ან ჰამონიკი კი, თავის მხრივ, საკითხის მეორე ასპექტზე იმსჯელებს: არის თუ არა ევროკავშირის შემაკავებელი ზომები განახლებული ლეგალური იარაღი უკრაინის ომის საპირწონედ.

 

როსტან მეჰდი არის საჯარო სამართლის ასოცირებული პროფესორი, ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი. ამჟამად ის არის ექსის პოლიტიკური მეცნიერებათა სკოლის დირექტორი. ადრე ის ხელმძღვანელობდა სამეცნიერო კვლევათა ეროვნული ცენტრის ერთობლივ კვლევათა ჯგუფს: ’’საერთაშორისო, შედარებითი და ევროპული სამარათალი (2009-2015 წწ).’’ როსტან მეჰდი არის საერთაშორისო სამართლის და ასევე ევროკავშირის სამართლის შესახებ ასამდე სტატიის ავტორი (რომლებიც მოიცავენ ევროკავშირის ინსტიტუციურ სამართალს, სამართლებრივი სისტემების ურთიერთდამოკიდებულებებს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებს, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამართლიანობის სფეროებს). როსტან მეჰდი არის აგრეთვე თორმეტი ნაშრომის ავტორი ან რედაქტორი, რომელთა შორისაც აღსანიშნავია პუბლიკაციები: ’’იდენტობა სახელმწიფოთა და ევროპის გზაჯვარედინზე: როგორია მათი მნიშვნელობა და ფუნქციები?’’ და ’’გაერო და სანქციები: როგორია მათი ეფექტურობა?’’

 

ან ჰამონიკი არის ქალაქ რენი 1-ის უნივერსიტეტის პროფესორი და ასევე დასავლეთის ინსტიტუტის: სამართალი და ევროპა (IODE) წევრი. აღნიშნულ ინსტიტუტში მისი კვლევის მიმართულებას წარმოადგენს ’’ევროპული ინტეგრაცია’’, აქტუალური სამართლებრივი თემა უკრაინის ომის და საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობის გათვალისწინებით. ევროპული სამართლის მცოდნე და დიდი სპეციალისტი, ან ჰამონიკი არის ქალაქ რენის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის, იუნესკოს კათედრის ’’რეგიონალური ინტეგრაციის’’ და ევროპული საზოგადოებების შემსწავლელი კომისიის (CEDECE) წევრი. ის არის ავტორი წიგნისა: ’’ევროკავშირი გაეროში’’ და თანაავტორი ნაშრომის: ’’ევროკავშირისა და გაერო-ს ურთიერთობები კრიზისების მართვის სფეროში’’.