კალენდარი

მედიათეკა | 2022-11-01 18სთ00წთ

შეხვედრა რეჟის ჟანტესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა,
 გიწვევთ შეხვედრაზე

რეჟის ჟანტესთან,
რომელიც წარადეგენს თავის წიგნს,


''ვოლოდიმირ ზელენსკი. გმირის ტყავში''

სამშაბათს, 1 ნოემბერს 18სთ00წთ-ზე.

  შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე. 


რეჟის ჟანტე ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში რადიო ფრანს ენტერნასიონალის, ფრანს 24 და ფიგაროს კორესპონდენტია. ის უკვე ოც წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს. 2004 წლიდან რეჟის ჟანტე ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მღელვარებებს, ’’ნარინჯისფერი რევოლუციიდან’’ მოყოლებული 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის საკითხებსა და დონბასის კონფლიქტს. ამჯერად, რეჟის ჟანტე წარმოადგენს თავის ახალ ნაშრომს, ’’ვოლოდიმირ ზელენსკი, გმირის ტყავში’’, რომელიც სტეფან სიოანთან ერთად დაწერა. სტეფან სიოანი 2013 წლიდან კიევში ლიბერასიონის, ლე ტამის და RFI-ის კორესპონდენტია.

წიგნი ’’ვოლოდიმერ ზელენსკი, გმირის ტყავში’’ 2022 წლის მაისში გამოაქვეყნა გამომცემლობამ რობერ ლაფონ. ჟურნალისტები ბიოგრაფიული ფორმის სახით გვაცნობენ უკრაინის პრეზიდენტის ცხოვრების ეტაპებს როგორც მათ ისტორიულ, ასევე ეკონომიკურ და პოლიტიკურ კონტექსტში. დღეს უკვე ომის მეთაურად გადაქცეული, ეს ადამიანი, ყოფილი მსახიობი და ტელეწამყვანი, რომელსაც არაფერი უქადდა პოლიტიკურ კარიერას, ახლა საკუთარი მხრებით ევროპის ბედის ნაწილს ატარებს. წიგნი ჭეშმარიტი გეოპოლიტიკური ნაშრომია, რომელშიც დახატულია თავისი სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის თავდადებული გმირის, უბადლო სიმტკიცისა და თავისუფლებისთვის დაუოკებელი მებრძოლის სახე.