კალენდარი

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი | 2017-03-21 18 სთ 00

შეხვედრა ოლივიე როლენთან და ლაშა ბაქრაძესთან

შეხვედრა-დებატები ფრანგ მწერალთან ოლივიე როლენთან  და ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან ლაშა ბაქრაძესთან

თემაზე: "საბჭოთა ისტორია"

გაიმართება 18 სთ 00 გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში

 

დასწრება თავისუფალია

 

ოლივიე როლენი, რომელსაც არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მრავალი წიგნის ავტორია, მაგრამ განსაკუთრებული წარმატება მას 1994 წელს გამოქვეყნებულმა რომანმა «პორტისუდანი » მოუტანა, რომელიც ფემინას პრემიით დაჯილდოვდა. 2002 წელს, მის ავტობიოგრაფიულ წიგნს « ქაღალდის ვეფხვი » ფრანს კულტურის პრემია მიენიჭა. 2014 წელს, წიგნისთვის, « მეტეოროლოგი », ოლივიე როლენი სტილის პრემიით დაჯილდოვდა. რომანში მოთხრობილია სტალინური პერიოდის რუსი სახელმწიფო მოხელის ამაღელვებელი ისტორია, რომელიც ჯერ ენთუზიაზმით შეხვდა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციას, მოგვიანებით კი, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამიანი, თავად გახდა რეჟიმის უდანაშაულო მსხვერპლი. მთელი პატიმარობის განმავლობაში ის თავის ქალიშვილს წერილებს უგზავნიდა. რუსეთში მოგზაურობისას ოლივიე როლენი სწორედ ამ კორესპონდენციას აღმოაჩენს, რაც მას რომანის დაწერას გადააწყვეტინებს. « მეტეოროლოგი » თარგმნილია ქართულ ენაზე და გამოცემულია მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში, მთარგმნელი: ცისანა ბიბილეიშვილი.


ლაშა ბაქრაძე
, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახლმწიფო მუზეუმის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ლაშა ბაქრაძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისდასავლეთ ევროპის ენების და ლიეტრატურის ფაკულტეტი. მოგვიანებით, აკადემიური საქმიანობა ევროპაში გააგრძელა.  იენის, ბერლინის, ბერნის, პოტსდამის და ვენის უნივერსიტეტებში ეუფლებოდა თეოლოგიას, სოციალურ მეცნიერებებს და თანამედროვე ისტორიას. ლაშა ბაქრაძე ასწავლიდა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვის და კონსერვაციის განყოფილებას, მუშაობდა გოეთეს ინსტიტუტში. ამჟამად მუშაობს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან (სოვლაბ), აქტიურად თანამშრომლობს ტელევიზიასთან, აქვეყნებს სტატიებს ადგილობრივ და უცხოურ პრესაში. ლაშა ბაქრაძე წერს სცენარებს, არის  ქართულ-გერმანული სასაუბროს ავტორი, რომელიც სამჯერ გამოიცა გერმანიაში.


დამატებითი ინფორმაციისთვის: 2923304