კალენდარი

შეხვედრა მწერალთან, ჟან-ლუკ კოატალემთან

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ

ჟან-ლუკ  კოატალემთან

2019 წლის საქართველოს გონკურის არჩევანის ლაურეატთან
(პრემია მიენჭა წიგნისთვის ''წილი და ხვედრი შთამომავლისა'',
მთარგმნელი - გოჩა ჯავახიშვილი)

შაბათს, 2022 წლის 30 ივლისს 15სთ00წთ-ზე
 
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე


ჟან-ლუკ კოატალემი ფრანგი მწერალი და ჟურნალისტია. მან ბავშვობა პოლინეზიასა და მადაგასკარში გაატარა და იქ ხანგრძლივად გატარებულმა დრომ მწერალს სხვაგან ყოფნის სურვილი და მოგვიანებით კი, მოგზაურობის და რეპორტიორობის ძლიერი წყურვილი გაუჩინა. პარიზში დაბრუნებული მუშაობდა გამომცემლობაში, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალთან.

ოცდაათი წლის ასაკში მოგზაურმა მწერალმა, ესეისტმა, მოთხრობების და რომანების ავტორმა, ვისთვისაც ’’ყველა მოგზაურობა წიგნით მთავრდება და ყველაფერი კითხვით იწყება’’ ნამდენიმე მოთხრობა და რომანი გამოაქვეყნა, რომელთაგან აღსანიშნავია ’’კაპიტანი’’ და ’’ფაკირის ვაჟი’’.

ჟან-ლუკ კოატალემს განსაკუთრებული სახელი მოუტანა პოლ გოგენის შესახებ დაწერილმა ესეიმ, ’’მე სამხრეთის ზღვაში ვარ’’, რომელიც 2001 წელს გამომცემლობა გრასემ გამოაქვეყნა (Grasset). იმავე წელს წიგნს მიენიჭა ამერიგო ვესპუჩის (Prix Amerigo Vespucci) პრემია, 2022 წელს კი დე მაგოს (Prix Deux Magots) პრემია. წიგნი თარგმნილია მრავალ ენაზე.

2019 წელს გამოქვეყნდა ჟან-ლუკ კოატალემის წიგნი ’’წილი და ხვედრი შთამომავლისა’’, რომელსაც მიენიჭა 2019 წლის ჟან ჟიონოს და საქართველოს გონკურის არჩევანის პრემიები. ასევე იყო რენოდოს, გონკურის და საფრანგეთის აკადემიის პრემიების ფინალისტი.

წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა გოჩა ჯავახიშვილმა.

2021 წელს ჟან-ლიკ კოატალემი აირჩიეს ასოციაცია ’’ზღვის მწერლების’’ წევრად.

მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა