კალენდარი

შეხვედრა მწერალ კლარა არნოსთან

 

 საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე მწერალ

კლარა არნოსთან

ოთხშაბათს, 2022 წლის 9 მარტს 17სთ00წთ-ზე
 
 
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე
 
ზუმის ბმული:
  
https://us02web.zoom.us/j/81172970283

 

 

ფრანგი მწერალი, კლარა არნო, ბევრს მოგზაურობს. ის დაიბადა 1986 წელს და ბავშვობა ფონტენბლოს ტყის სიახლოვეს, ცხენების გარემოცვაში გაატარა. წიგნების თუ წარმოსახვის წყალობით, მას ბავშვობიდანვე ახსოვს ფეხით თუ ცხენით სეირნობისას სამყაროდან განრიდების ნეტარება. ცენტრალურ აზიაში მოგზაურობისას, კლარა არნო ეუფლებოდა ჩინურ ენას და გეოგრაფიას. აფრიკაში პირველი მისიის დროს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩასვლამდე, მწერალი ეწვია სენეგალს, ბენინს და განას. ბოლოს, ის დარჩა კინშასაში და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო განვითარების პროექტებზე.

კლარა არნომ პირველი მოთხრობა, ’’ჩინეთის გზებზე’’, 22 წლის ასაკში დაწერა. წიგნში მწერალი ყვება თუ როგორ დაიწყო თავისი ხანგრძლივი მოგზურობა  დასავლეთ ჩინეთიდან, მხოლოდ ორი საპალნე მოკიდებული ცხენის თანხლებით.

კლარა არნოს ნაწარმოებები დაჯილდოებულია მრავალი პრემიით. მიღებული აქვს ’’უჩვეულო ადგილების პრემია’’, ’’დიდი სივრცეების პრემია’’. 2010 წელს, მის წიგნს  ’’ჩინეთის გზებზე’’ მიენიჭა ’’რენე კაიეს პრემია მოგზაურობის აღწერისთვის’’, რომელიც გამომცემლობა ’’გაიამ’’ გამოაქვეყნა.  2015 წელს, ამავე გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებულ მის პირველ რომანს ’’ჭექა-ქუხილი’’, გადაეცა ’’ეკოლ ნორმალ სუპერიორის პრემია’’.

2016 წელს, გამოიცა კლარა არნოს წიგნი ’’კავკასიის ირგვლივ’’. ამჯერად, მოგზაურმა მწერალმა ფეხით, საპალნე აკიდებული ცხენების თანხლებით გადაკვეთა საქართველო და სომხეთი. ეს იყო მოგზაურობა სამყაროს იმ რეგიონში, სადაც კლდოვან მიწებს და სითბოთი სავსე ადამიანებს შეხვდები, ევროპის ისტორიის ნაწილს, რომელსაც წარუშლელი ძალადობის კვალი ატყვია.