კალენდარი

შეხვედრა მურად მერზუკისთან და სატე ხაჩატრიანთან

ფრანგი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და ჰიპ-ჰოპ სცენის მთავარი ფიგურა, მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი, 19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებიდან მიღებულ ინსპირაციაზე ისაუბრებენ.


უნიკალური ქორეოგრაფიული სპექტაკლის „ბროწეულის ფერის“ მაყურებლის წინაშე წარდგენის შემდეგ (ბილეთები: https://shorturl.at/hkHT2) ხელოვანები ისაუბრებენ თუ როგორ იქცა შთამბეჭდავ სანახაობად მურად მერზუკის ინოვაციური სტილისა და სატე ხაჩატრიანის ორიგინალური იდეის თანხვედრა.
შეხვედრის განმავლობაში ისინი აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებენ და მათი კოლაბორაციის შესახებ ისაუბრებენ.


თარიღი: 2024 წლის 19 მარტი


დრო: 15:00


მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7


შეხვედრა გაიმართება ფრანგულ ენაზე ქართული თარგმანით.


დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე : https://shorturl.at/zA057