კალენდარი

მედიათეკა | 2022-05-24 18 h

შეხვედრა ჟაკ ვონ პოლიესთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა

 

 გიწვევთ შეხვედრაზე
 

 ჟაკ ვონ პოლიესთან,
ბანკირი, ინვესტორი, მეწარმე, მწერალი და  დიზაინერი.

 

სამშაბათს, 2022 წლის 24 მაისს 18სთ00წთ-ზე

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

 

 

ჟაკ ვონ პოლიე წარმოგიდგენთ თავის წიგნს, რომელიც მან 22 წლის წინ დაწერა: ’’Davaï ! ევრაზიის გზებზე’’. წიგნი გამოაქვეყნა გამომცემლობამ რობერ ლაფონი. ეს არის ავტორის შთაბეჭდილებები, 1999 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის გზებზე მოგზაურობისას გადამხდარ თავგადასავლებზე.

ბატონი ჟაკ ვონ პოლიე არის ფრანგი ბანკირი, ინვესტორი, მწერალი და  დიზაინერი. მან ოცდახუთი წელი რუსეთში გაატარა.

ბატონი ჟაკ ვონ პოლიე იყო რუსული ბანკის ’’ტროიკა დიალოგის’’ ვიცე-პრეზიდენტი, შემდეგ კი ფონდის, ’’კალჩუგას’’ დირექტორი (600 მილიონი ევროს ინვესტიციით). 2009 წელს მან შეისყიდა საათების ქარხანა ’’რაკეტა’’, რომელიც აღჭურვილი იყო 24 საათიანი ციფერბლატით და რომელსაც საბჭოთა კოსმონავტები კოსმოსში ატარებდნენ. ახალ ზელანდიელ ბიზნესმენ, დევიდ ჰენდერსონ-სტიუარტთან პარტნიორობით, რომელიც პეტროდვორეცკის საათების ქარხნის დიზაინისა და შემოქმედებით დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, მან მოახდინა ბრენდის რეკონსტრუქცია და თვიდან გამოუშვა ამ ისტორიული ბრენდის,  ’’რაკეტას’’ საათები.

2018 წელს ჟაკ ვონ პოლიეს მიენიჭა პრიზი - სანქტ-პეტერბურგის ყველაზე გავლენიანი ფიგურა ’’მოდის’’ კატეგორიაში. ის ასევე ცნობილია უკრაინაშიც, 2012 წელსვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად სატელევიზიო სერიალში "პრინცებს გაცნობა სურთ" მონაწილეობის გამო.