კალენდარი
შეხვედრა გიორგი ბერიაშვილთან
გიწვევთ შეხვედრაზე.
პიანისტი, მუსიკისმცოდნე,
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესთეტიკური დაპირისპირების
მუსიკალური და პოლიტიკური ასპექტები
სამშაბათს, 31 ოქტომბერს 18სთ-ზე
გიორგი ბერიშვილი ერთ-ერთია იმ იშვიათ მუსიკოსებს შორის, რომლის სახელოვნებო კარიერა გაკვალულ ბილიკს არ მიუყვება.
სამეცნიერო განათლების მიღების შემდგომ, 23 წლის გიორგიმ სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მუსიკის ისტორიის და თეორიის სპეციალობით. იმავდროულად, მან მოღვაწეობა დაიწყო როგორც პიანისტმა. 2006 წელს გიორგი ბერიაშვილმა მოიპოვა პარიზის მუსიკისა და ცეკვის უმაღლესი ეროვნული კონსერვატორიის პირველი პრემია მე-20 საუკუნის ავანგარდზე შესრულებული სამუშაოსთვის (შტოკჰაუზენი, ქსენაკისი, ლიგეტი). შემდგომ, მან იგივე თემაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია რუანის უნივერსიტეტში და გამოაქვეყნა რამდენიმე ნაშრომი მუსიკის თეორიის, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის შესახებ.
2001 წლიდან გიორგი ბერიაშვილი ცხოვრობს საფრანგეთში, სადაც ის აქტიურად მოღვაწეობს როგორც პიანისტი, პედაგოგი და მუსიკისმცოდნე. ამავდროულად, კვლავ აქტიურად რჩება ქართულ მუსიკალურ სცენაზე, რეგულარულად მონაწილეობს და თანაორგანიზებას უწევს ფესტივალს „თბილისი - თანამედროვე მუსიკის საღამოები“.