კალენდარი

შეხვედრა გიიომ გალიენთან და ფილმის ჩვენება

ხუთშაბათს, 2 ივნისს 19 საათსა და 30 წუთზე, კინოს სახლში (მის: ძმები კაკაბაძეების ქ. 2, მეტრო რუსთაველი) საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიიომ გალიენთან შეხვედრასა და ფილმის „ბიჭებო და გიიომ, მაგიდასთან!“ ჩვენებაზე გეპატიჟებათ. Comédie Française-ის წევრი, მოლიერის თეატრის მნიშვნელოვანი როლების შემსრულებელი, თავისი ქართული წარმომავლობით ამაყი გიიომ გალიენი, ამავე დროს, ფრანგი კინომსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი გახლავთ.
 
ეს განსაკუთრებული შეხვედრა საშუალებას მოგვცემს მსახიობსა და რეჟისორს კინოს სახლში ვუმასპინძლოთ და დისკუსიის შემდეგ ფილმი „ბიჭებო და გიიომ, მაგიდასთან!“ ვაჩვენოთ, რომელიც ავტობიოგრაფიულია და გიიომ გალიენი მასში ერთდროულად საკუთარი თავისა და დედის როლებს ასრულებს.
 
არ გამოტოვოთ შანსი ნახოთ ფილმი, რომელმაც 2014 წლის ცეზარის ცერემონიაზე 5 პრიზი: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი, საუკეთესო პრემიერა, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო ადაპტაცია დაიმსახურა.
 
დასწრება თავისუფალია!