კალენდარი

შეხვედრა ფრანგ ქორეოგრაფსა და მოცეკვავე ელიზაბეტ დამურთან

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრაზე ფრანგ ქორეოგრაფსა და მოცეკვავე ელიზაბეტ დამურთან. ღონისძიება იმართება თბილისში მიმდინარე მისი ვორქშოპის - „სიზმრების ბაღში“ - პარალელურად, რომელიც პოეზიასა და ბუტოს შორის, ენობრივი ბარიერებისგან თავისუფალი ცეკვის ძიებას ეძღვნება.

ელიზაბეტ დამური გაგვაცნობს იმ შემოქმედებით გზას, რომელმაც იგი იაპონური ტრადიციული ხელოვნებით შთაგონებულ კულტურულ მიმდინარეობამდე, ბუტოს ცეკვამდე მიიყვანა. დამური ასევე ისაუბრებს თავის პოეტურ შთაგონებებზე, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება ბუნებასა და სუნამოებს.

შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე.

შაბათი, 2026 წლის 25 აპრილი, 15:00 სთ
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა, გუდიაშვილის ქ. 7

დასწრება თავისუფალია!