კალენდარი

ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა | 2019-06-06 18:30 სთ

შეხვედრა ელენე ლადარიასთან

მედიათეკა მართავს შეხვედრა-დებატებს
ფრანგი და ფრანკოფონი მწერლების წიგნების გარშემო მეგობრულ გარემოში.
დასწრება თავისუფალი და უფასოა.


6 ივნისს,18:30 საათზე

ელენე ლადარია,
ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი
და ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი,

წარმოგიდგენთ
კონსტანტინე მეგრელიძის ცხოვრებას, მის ნაშრომს, მისი ფილოსოფიური ნააზრევის აქტუალობას.

კონსტანტინე მეგრელიძე, მრავალმხრივი თეორიტიკოსი, რომლის ნააზრევიც აღვივებს ჩვენს ცნობისმოყვარეობას, დაიბადა 1900 წელს ცარისტული იმპერიის საქართველოში და გარდაიცვალა 1944 წელს საბჭოთა შრომა-გასწორების კოლონიაში.
მისი ნააზრევი, რომლის მხოლოდ სტალინური უკუღმართობის ეპოქას გადარჩენილი მონოგრაფიაა შემორჩენილი და, კიდევ, რამდენიმე სტატია ქართულ და რუსულ ენებზე, წარმოადგენს ერთგვარ ორიგინალურ სინთეზს
ისეთ მრავალფეროვან დისციპლინებზე დაყრდნობით,როგორიცაა სოციოლოგია, ფილოსოფია, ლინგვისტიკა და ანთროპოლოგია.
კონსტანტინე მეგრელიძემ, მართლაც, მიზნად დაისახა აზროვნებაში ახალი მეცნიერული მიმართულების დაფუძნება. მან სცადა გარდაექმნა სამეცნიერო სფეროებს შორის დადგენილი დაყოფა განსხვავებულ ცოდნას შორის კარგად განსაზღვრული საზღვრების გადალახვით.
მან, როგორც საკუთარი დროის მოდერნისტმა, მონაწილეობა მიიღო იმ ტიპის დემარშებში, რომელთა მიზანს ინტერდისციპლინარულობის მხარდაჭერა წარმოადგენდა და, უფრო მეტიც, სცადა თვით ამავე დისციპლინების ახლებურად განსაზღვრა.
აღნიშნული პროექტის კომპლექსურობის თვალსაზრისით, როგორც მის საფუძვლებში, ასევე მის ამბიციურობაში, მეგრელიძის ნაშრომი წარმოადგენს ჭეშმარიტ გამოწვევას სამეცნიერო კვლევისა და ინტერპრეტაციის სფეროში.

ტულუზის ჟან ჟორესის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი ელენე ლადარია წარმოგვიდგენს კონსტანტინე მეგრელიძის განვლილ ინტელექტუალურ გზას,
მისი ნაშრომის "აზროვნების სოციოლოგიის ფუნდამენტური პრობლემები" გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზებს. ის ეცდება უპასუხოს კითხვას, თუ თვით ავტორი რა ადგილს უჩენს საკუთარ თეორიულ პროექტს ფილოსოფიის ისტორიაში.