კალენდარი

საზაფხულო ღია კინოჩვენებები

4 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის კინოკლუბი, Carrefour Georgia -ს მხარდაჭერით, ღია ცის ქვეშ გადაინაცვლებს და ფრანგული კინოს საზაფხულო საღამოებს შემოგთავაზებთ.

ყოველ კვირას, შესაძლებლობა გექნებათ ჩვენთან ერთად უყუროთ სხვადასხვა ჟანრის ახალ ფილმებს: ტრილერებიდან და მსუბუქი კომედიებიდან დაწყებული, ამაღელვებელი დრამებითა და შთამაგონებელი ისტორიებით დამთავრებული.

თან იქონიეთ პიკნიკის კალათა და პლედები, რათა ისიამოვნოთ ყველა გემოვნებაზე მორგებული რჩეული ფილმებით.

პროგრამაშია:

ხუთშაბათი, 4 ივლისი, 21სთ00

SUR LES CHEMINS NOIRS - ხანგრძლივობა: 1სთ 35, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 12 წელი

დენი ემბერტის ფილმი, 2022 წელი

სინოფსისი:

პიერი, ცნობილი მკვლევარი და მწერალი, ხშირად მოგზაურობს მსოფლიოს ირგვლივ თავგადასავლების საძიებლად. ერთ საღამოს ის ნასვამ მდგომარეობაში სასტუმროს ფასადზე ადის და სიმაღლიდან ძირს ეცემა. იგი ღრმა კომაში ვარდება. გამოღვიძების შემდეგ, ყველას რჩევის საწინააღმდეგოდ, ის გადაწყვეტს მოიაროს საფრანგეთი ფეხით და მივიწყებული გზებით იმოგზაუროს. არნახული და შესანიშნავი მოგზაურობა, სადაც მსახიობის, სილვენ ტესონის, კვალდაკვალ პიერი სოფლის ცხოვრებას გაეცნობა.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

მისამართი: ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია!
 
პარასკევი 12 ივლისი, 21სთ00

A LA BELLE ETOILE - ხანგრძლივობა: 1სთ 50, ყველა ასაკისთვის

სებასტიენ ტულარის ფილმი, 2022 წელი

სინოფსისი:

იეზიდი პატარა ასაკიდანვე გატაცებულია კონდიტერიით. აღმზრდელ ოჯახებსა და ბავშვთა სახლებს შორის გატარებულმა ბავშვობამ, მას ძლიერი ხასიათი ჩამოუყალიბა. თუმცა, ელიტარულ საკონდიტრო სამყაროში წარმატების მისაღწევად, ახალგაზრდას საკუთარი თავის კონტროლის სწავლა უწევს. ეპერნედან პარიზამდე მონაკოს გავლით, ის იმუშავებს საუკეთესო საკონდიტრო შეფებთან, რათა გახდეს საუკეთესო და შეეცდება აიხდინოს ოცნება: საკონდიტრო ნაწარმის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

მისამართი: ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია!

ხუთშაბათი 18 ივლისი, 21სთ00

KOMPROMAT - ხანგრძლივობა: 2სთ 07, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 16 წელი

ჯერომ სალის ფილმი, 2022 წელი

სინოფსისი:

ფრანგი დიპლომატის სანახაობრივი გაქცევა ციმბირიდან. რუსეთის ფსბ-ის მიერ მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლს და ინტელექტუალ პიროვნებას თავის დაღწევის მიზნით აქტიურ ქმედებებზე გადასვლა მოუწევს.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

მისამართი: ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია!

ხუთშაბათი, 25 ივლისი, 21:00 საათზე.

MARINETTE - ხანგრძლივობა: 1სთ 36, რეკომენდებული მინიმალური ასაკი: 14 წელი

ვირჟინი ვერიერის ფილმი, 2022 წელი

სინოფსისი:

მარინეტ პიშონი ძალიან პატარა ასაკიდანვე არის ფეხბურთით შეპყრობილი. გაბედული დედის მიერ, რომელსაც მოძალადე ქმრის ატანა უწევს, აღზრდილი მარინეტი შესძლებს გადალახოს სირთულეები და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ მას ერთდროულად უწევს იმუშაოს და ითამაშოს, მარინეტს ჯერ საფრანგეთის ნაკრებში მიიწვევენ ხოლო, მოგვიანებით დიდ ამერიკულ კლუბში. ის დედასთან ერთად ჩადის შეერთებულ შტატებში და იხდენს ოცნებას გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულ ენაზე ქართული სუბტიტრებით.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

მისამართი: ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია!

ხუთშაბათი 1 აგვისტო, 21სთ00

Victoria - ხანგრძლივობა : 1სთ36წთ, მინიმალური რეკომენდირებული ასაკი 16 წ.

ჟუსტინ ტრიეს ფილმი, 2016

სინოფსისი :

ვიქტორია სპიკი, ემოციებისგან სრულიად დაცლილი სისხლის სამართლის ადვოკატი, მიდის ქორწილში, სადაც თავის მეგობარ ვინსანს ხვდება და სემს, ყოფილ ნარკოდილერს, რომელსაც ის დაეხმარა. მეორე დღეს ვენსანს მისი პარტნიორი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. შემთხვევის ადგილის ერთადერთი მოწმე მსხვერპლის ძაღლი იყო. ვიქტორია უხალისოდ დათანხმდება ვენსანის დაცვას და სემს მეწყვილად აიყვანს. სწორედ აქ იწყება ვიქტორიას ნამდვილი თავგადასავალი.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ინგლისური სუბტიტრებით.

მისამართი : საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია

ხუთშაბათი 8 აგვისტო, 21სთ00

La Fine Fleur - ხანგრძლივობა : 1სთ34წთ, მინიმალური რეკომენდირებული ასაკი 16 წ.

პიერ პინოს ფილმი, 2020

სინოფსისი :

ევა ვერნე, რომელიც ვარდების უდიდესი მებაღე იყო, დღეს კი იგი გაკოტრების ზღვარზეა. მასზე ძლიერი კონკურენტი კი ცდილობს შეისყიდოს მისი ბიზნესი. ვერა, მისი ერთგული მდივანი,ცდილობს გამოსავალი იპოვოს და სამსახურში აჰყავს სამი გამოუცდელი თანამშრომელი... მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერი მათ წინააღმდეგაა, ისინი ერთად ერთვებიან თავგადასავალში, მცირე საოჯახო ფერმის გადასარჩენად.

ფილმი ნაჩვენები იქნება ფრანგულად ინგლისური სუბტიტრებით.

მისამართი : საფრანგეთის საელჩოს ტერიტორია

ხაზინის ქ. 4

დასწრება თავისუფალია

შემოგვიერთდით, ერთად ვუყუროთ ფილმებს ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ ! 

შენიშვნა: ცუდი ამინდის შემთხვევაში ჩვენება გადაიდება.