კალენდარი

საველე სკოლა, ქვის მთლელის სპეციალისტის პროექტი საქართველოში

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საველე სკოლის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორია, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს თბილისში ფრანგი არქიტექტორ-რესტავრატორის, ქვის სპეციალისტის, ჟან ლუ ანკარის ხელმძღვანელობით. პროექტი, რომლის მხარდამჭერები არიან ფრანკოფონი მერების ასოციაცია, თბილისის განვითარების ფონდი, თბილისის მერია და საფრანგეთის საელჩო საქართველოში, 1 აპრილს დაიწყო და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ის მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველ ხელოსნებს ქვაზე მუშაობა ასწავლოს, რომ მათ ამ პროფესიის გამოყენება მომავალშიც შეძლონ.

2017 წლის 16 მაისს ჩაწერილ ინტერვიუში ბატონი ჟან ლუ ანკარი საუბრობს პროექტის დაარსებაზე, მისი აქ მუშაობის მიზანზე, პროექტში მონაწილე ახალგაზრდა ხელოსნების შერჩევის პრინციპზე, სწავლების შინაარსზე და ქართული ხურთმოძღვრული მემკვიდრეობის შესახებ თავის ხედვაზე.





interview de Jean Loup Hanquart, réalisé à Tbilissi en mai 2017